 | ავტორი: პრაისი ჟანრი: პოეზია 23 ივლისი, 2020 |
/დ. ბ.-ს, ჩუმი გამომშვიდობებისა/
ვეძებდი ადგილს, სულის მარგილს, რომ ჩემი გული, ნავარგული, ორად გამეპო. არც სიყვარული, მხიარული... ვეწვიე ნაპირს, განანაპირს, არვის განევლო. კლდე დგა ამაყი, დანანაყი, დროში ნაბზარი აბეზარი წყლების მოქცევით. ნაპირი - ჭრილი, მოოჭვილი ნამსხვრევი ლოდით... მოველოდი პასუხს ოცნებით... ნარინჯის კალთას, ჩამონათალს, თოლიათ სეტყვათ რომ ესეტყვათ, სცემდა ტალღები! ზღვა იყო შლეგი!.. ვით დილეგი, მერტყა ნაპირზე დანით პირზე ზვირთთა თაღები... ქარი ცას ხლეჩდა, ღრუბელს გლეჯდა, მოედო ქაფი, ვით წყალს ლაფი ტალღებს კუდებზე... ერთმანეთს ეცა ზღვა და ზეცა, წყალი აჭექდა, ცა აღელდა სევდის ბუდეზე... სად გიგანტს ევლოს, გაეელვოს, მეც მედგა ფეხი, მეცა მეხი, სული მეკვროდა. მესმოდა ჰანგი, ხმა ხაფჰანგი, ვარსკვლავის მტვერი გიჟში მმღერი, საღ აზრს შემტროდა.
2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბრავა. აღფრთოვანებული ვარ.
55555555 ბრავა. აღფრთოვანებული ვარ.
55555555
3. გმადლობ ლაშა! მადლობა ალექსანდრე ასევე, რომ წაიკითხე. არ მიფიქრია, მაგრამ სტილისტურ-თემატიკურად, ალბათ, გამოდის. გმადლობ ლაშა! მადლობა ალექსანდრე ასევე, რომ წაიკითხე. არ მიფიქრია, მაგრამ სტილისტურ-თემატიკურად, ალბათ, გამოდის.
2. რომანტიზმია? რომანტიზმია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|