| ავტორი: შმაგი ძია ჟანრი: პოეზია 24 ივლისი, 2020 |
ყინვას გაიმეტებს ზეცა, ფოთლებს შევაგროვებ ჭადრის, ისევ შემოვირბენ შენთან, როგორც ყვავილობა ატმის.
უკვე აზრი არ აქვს სუნთქვას, როგორც გამჭვირვალე ჩადრის, გეტყვი რაც არავის უთქვამს, სანამ მზე ჯერ კიდევ ჩადის.
მოგწყდი როგორც ძველი აღთქმა, ისევ სუნი ამდის ჭაჭის, ერთი ოცნებაც არ ახდა, ხო და ნუღარ მკითხავ რა მჭირს.
შენთან ისევ მინდა ყოფნა, ვთელავ მოგონებებს დაყრილს, შენი სიყვარული ჯობდა, მიტომ გავეყარე აპრილს.
ისვრის კუპიდონი ისრებს, ხვდება ყველა ნამუს ახდილს, ისევ შენთან მინდა ისევ, ყვავილს ვერ მოვპარავ ასკილს.
რომ ვთქვა კიდევ ერთი არა, სანამ გული სხივებს დათვლის, ერთი ჩახუტებაც კმარა, სანამ უშენობა დამღლის.
აღარ შემიძლია ძილი, უკვე ვემსგავსები აჩრდილს, იქნებ მიმკურნალო დილით, ზურგში მეათასედ დაჭრილს.
მე შენ გაღიარებ ღმერთად, ვეძებ პოეზიის გამზირს, მერე რა რომ არ ვართ ერთად, აზრი როდის ქონდა მანძილს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მანძილი ვერას დააკლებს ,თუ ნამდვილია გრძნობა მომეწონა მე და 4 ქულა ჩემგან მანძილი ვერას დააკლებს ,თუ ნამდვილია გრძნობა მომეწონა მე და 4 ქულა ჩემგან
2. ანუ როცა ადამიანი კარგავს რწმენას და წყდება მას ასე მოვწყდი მეც ))) ანუ როცა ადამიანი კარგავს რწმენას და წყდება მას ასე მოვწყდი მეც )))
1. თითქოს არაა ცუდი და რაღაც მაინც ეხამუშებოდა ყურს კითხვისას :)
" მოგწყდი როგორც ძველი აღთქმა" - ანუ როგორ ? თითქოს არაა ცუდი და რაღაც მაინც ეხამუშებოდა ყურს კითხვისას :)
" მოგწყდი როგორც ძველი აღთქმა" - ანუ როგორ ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|