| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2020 |
"მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს" გალა
სიზმარული ოცნება გულს გრიგალად მოსწყდება და არის გაოცება ფანტასტიურ ალებით, სულიც ალით ინთება, განცდებით აივსება და ასე ფაქიზებმა შეგვიპყრეს გამალებით.
გრძნობს სამყაროს მიღმიურს, იგი ფერებით ციურ ხატავს არამქვეყნიურს გაგიჟებულ იერის, მარადისად სულ ასე მიდის ცეცხლით სულამდე გაგიჟებულ სურათებს დროის არ ახლავს მტვერი.
გული სისხლად ნაწური, იგი ვერმოქანცული, როგორც ვაზის ასული სხეულს სიტკბოდ მოიარს, ფერად ზურმუხტფერადი წაიშალოს ვერაფრით, ის მქუხარებს, ელავს ის, სიტყვა იგი თოვლია.
სიზმარული ოცნება გულს გრიგალად მოსწყდება და არის გაოცება ფანტასტიურ ალებით, სულიც ალით ინთება, განცდებით აივსება და ასე ფაქიზებმა შეგვიპყრეს გამალებით. 28.12.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს გალას რე-მელოდიაა? ეს გალას რე-მელოდიაა?
1. გალაკტიონის მელოდია ძალიან მოუხდა გალაკტიონის მელოდია ძალიან მოუხდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|