ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა დოლიძე / თაია
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2020


თაია

ხედავ ამ გოგოს, მხრებზე რომ მადგას?
მე გავაჩინე.
ჩემი სახელი ჟანგიანი ჭიშკარივით ჩამოვიხსენი,
მისი სახელი აჩემებული სიმღერასავით წავიღიღინე,
ფეხსაცმელივით მოვარგე ფერი,
ვერცხლის პეპელა ყურთან, (უხდება),
ავუფრიალე ხმოვნების ქარით.
ხერხემლის მალებს ვუთვალიერებ -
კიდევ ბევრს ზიდავს.
დეკორაცია -
ხეებს შორის ჰამაკივით გამოვეკიდე.
ცოტაც და
ჰაერის კიბეს აათავებს,
ჩაჯდება, როგორც გული საგულეში,
მომერგება.

ხედავ ამ გოგოს?
გაიზარდა,
დასჭირდა სკამი,
რომ ციდან ყველა აბლაბუდა ჩამოეწმინდა.
მერე მიმადგა ზურგით მიწას,
აცოცდა, მიწვდა.
ახლაც იქ დგას და
მის გადასავლელ ყველა აღმართს
თავზე მაფერთხავს.
ეს გოგოა ჩემი ჭუპრადქცეული ფრენის სურვილი,
ნატკენ ფრთასავით მივათრევ და
ხრიოკ მიწაზე
კვალივით გამყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს