ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკო ჩაბაიძე
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2020


კულისებს მიღმა კულისებია

დილის 9 საათზე ახალ ამბებში ცხელ ინფორმაციას გაიგებთ. 3… 2… 1…

მოგესალმებით, ეთერშია ახალი ამბები. სამთავრობო შენობებზე კიბერშეტევები დაიწყო.
კიბერშეტევები განხორციელდა ყველა მთავრობის წევრის ტექნიკურ მოწყობილებაზე. მწყობრიდან გამოსული ტექნიკა ფაქტობრივად აღდგენას აღარ ექვემდებარება…

გაინტერესებთ რა მოხდა? ჯერ არ გეტყვით. დრო იმიტომ არის ჩარჩოებში მოქცეული, რომ ყველა წამს თავისი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად დავუბრუნდეთ მთავარ ნაწილს და აი ისიც, მთავრობის სხდომას იწვევენ. საინტერესოა ოთახში რას საუბრობენ:

ბატონო პრემიერო, რა უნდა ვქნათ? უნდა დავაბრალოთ ოპოზიციას თავდასხმა?
არა, ჯერ ადრეა. თანაც არჩევნები არ მოსულა. რაღაც რიგზე არაა, აუცილებლად ოპოზიციას უნდა შევხვდე.

რა თქმა უნდა მაშინვე გაკეთდა განცხადება, რომ უცხოურმა მტრულად განწყობილმა უსაფრთხოების სპეც. სამსახურებმა სცადეს ქვეყნის დაზარალება, თუმცა “ჩვენები” მზად არიან ამ გამოწვევას სათანადო პასუხი გასცენ. მკაცრი ავტორიტარიზმის პირობებში ასეთ იმედს მარტივად ყლაპავს საზოგადოება.

მღელვარება მცირე ხნით ჩაცხრა. პრემიერმა ისარგებლა ამ შემთხვევით და ავტომობილით პირდაპირ სახლისკენ დაიძრა. გზად ერთ ადგილზე ჩოჩქოლი შენიშნა, გადაღლილი შეჩერდა, მძღოლს ანიშნა, დაცვაც გაიყოლა და იმ შენობას მიადგა, სადაც ხალხმრავლობა იყო. მიდიოდა და გზადაგზა გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა წიგნის სურნელით გაჟღენთილ ადგილს, უცბად ახალგაზრდობა გაახსენდა, ის წლები, როცა შეცდომებიც გაცილებით ცოტა იყო. წამით შეჩერდა და გაეღიმა, რადგან ის შეცდომები რასაც ადრე უშვებდა, სიმძაფრით არაფერი იყო, რასაც ახლა უშვებდა. ნელ-ნელა იკვეთებოდა  ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ხმა, რომელიც შენობიდან მოდიოდა.

წიგნის პრეზენტაცია იყო. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, ძირს მოკალათებულები გულით უსმენდნენ თხრობას, თავად ავტორი, ნაწყვეტებს კითხულობდა, რომ მკითხველი ინტრიგაში ჩაეგდო და მეტი კითხვების გაჩენით უფრო საინტერესო, მიმზიდველი გამხდარიყო. უცნაური ხმის წყალობით ახერხებდა ადამიანების გულის მოგებას, ალბათ კარგად ესმოდა კონცენტრაციის არსი, რადგან მთელი შეგრძნებით კითხულობდა, ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა თითქოს თავს არ უვლიდა, მაგრამ შენობიდან ასეულ მეტრზე გეცემოდა სასიამოვნო სურნელი მისგან. თვალები… თვალები მართლაც განსაკუთრებული ჰქონდა, ასეთი თვალები იშვიათია არა ფერის, არამედ სიღრმის გამო. შავი ხვრელისმაგვარი უფსკრული იმალებოდა ამ თვალების მიღმა, რაც უფრო მეტად დაუახლოვდებოდი, მით მეტი შანსი იყო გალაქტიკის ბნელ მხარეში მოხვედრის. მოვარდისფრო ტუჩები, რომლებიც უცნაურ ხმას გამოსცემდა, თითქოს მიმზიდველი არ იყო, მაგრამ საკმარისია ის ხმა მოგესმინა, მაშინვე მიმზიდველად და საოცრად რომანტიკულ ნაწილად გეჩვენებოდა. მიახლოებისას სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა სიტყვები: “სიყვარული სამი ერთმანეთთან დაკავშირებული მოცემულობისგან შედგება: ნდობა, ბედნიერება, პატივისცემა. რომელიმე ნაწილში თუ გაწყდა, იდეალური მდგომარეობა, იდილია დაირღვევა. წარმოგიდგენიათ პატივისცემა ნდობის გარეშე? ან ბედნიერება იმ ადამიანთან მოდიოდეს, ვისაც პატივს არ სცემ? ბედნიერება ნდობის გარეშე? სიყვარული ალბათ ტოლია ამ ფორმულას დამატებული უცნობი გრძნობის. რაღაც უხილავი ჯაჭვი, რომელიც აბედინებს ადამიანს ბედნიერი პატივცემული ნდობით აღსავსე ფორმულა შეავსოს, დაე ვერავინ გაიგოს, რას ნიშნავს ეს. დაე ეძებონ, როდესაც სამოქმედო გეგმა არ გაქვს, უხილავი ჯაჭვი გაჩერებულია. მას ბიძგი სჭირდება, რომ ამოქმედდეს. ბიძგზე პირველი რა გახსენდება ადამიანს?  ჩემი აზრით ეს დრაივია, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას უმოქმედო ვიყოთ, როდესაც ის გაჩერდება, სამყარო შენთვის ჩერდება და უხილავი ჯაჭვიც წყდება. რაღაც რიგზე ისევ ვერ არის, რა აძლევს დრაივს იმის მოტივაციას, რომ იმოქმედოს? ესეც ასე, კიდევ ერთი ახალი წევრი გვემატება, მოტივაცია… დრაივის დრაივი… ოღონდ ეს დრაივი სხვანაირად გამოიყურება, სხვა რელსებზეა. მათ შორის გადაკვეთის პოვნის შანსი ძალიან იშვიათია. ვინც ეს შეძლო დარწმუნებული ვარ მას აუცილებლად ეცოდინება რა არის სიყვარული. რა არის ის ფორმულა, ელეგანტური ფორმულა, რომელიც ხსნის სიყვარულს.”

მწერალმა თავი აწია, კმაყოფილების ღიმილით გადახედა მონუსხულ აუდიტორიას და თქვა - მოდით აქ გავჩერდეთ, დანარჩენს გაეცნობით, როდესაც წიგნს წაიკითხავთ. ეს კმაყოფილება მისი თავგადასავლის გახსენებამ უფრო გამოიწვია, ვიდრე საზოგადოების მონუსხული სახის დანახვამ.

ერთ მუსიკოსს აქვს ნათქვამი, რომ გაიგო კარგი ნაშრომი გაქვს თუ არა, სიმღერის შეწყვეტისას კარგა ხანს სიჩუმე უნდა იყოს. ასე იყო ჩვენი მწერალის შემთხვევაშიც, რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ დარბაზი აპლოდისმენტების ხმამ მოიცვა.

უცებ ხალხში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, არც თუ სახარბიელო მხედველობის გამო მკაფიოდ ვერ დაინახა მწერალმა, თუმცა შეკრებილი საზოგადოების ჩურჩულით მიხვდა, რომ ცნობილი პიროვნება იდგა იქ. სილუეტი უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, როდესაც ბოდიშის მოხდით საზოგადოებაში გზა გაიკვალა პრემიერმა და მიულოცა მწერალს წარმატებული წარდგენა.

ამის შემდეგ, ძალიან მალე დატოვა შენობა, დაუბრუნდა ავტომობილს და გაუდგა სახლისკენ გზას. უცებ მობილური რეკავს და პასუხობს:

დღეს კარგად ვერ ვისაუბრეთ. როგორ მიდის საქმეები?
არაუშავს, შესანიშნავი წიგნი გამოვიდა და გილოცავ.
მადლობა, თუმცა რაღაც დამაკლდა.
რა თქმა უნდა, ავტორს არასდროს მოსწონს თავისი შემოქმედება. ხვალ მედიაში გამოსვლა გაქვს?
კი, ისევ პრეზენტაციები…

პრემიერობისას არც თუ ისე ბევრი დრო ჰქონდა მეგობრებისთვის, იშვიათად თუ მოხვდებოდა შემთხვევით ასეთ წარმოდგენებზე, მეგობრების ორგანიზებით დაგეგმილზე. მწერლობა, მუსიკოსობა, ფეხბურთელობა გაცილებით განსხვავდება პოლიტიკოსობისგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები