 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2020 |
წვიმის ბადის იქით გადამხტომო, მოგმართავ ქუსლის გასკდომის ფიცით, მოგმართავ მასში გახლართვის შიშით, არ შეიგულო მზით დაშაშრული მიწის მადლი და მიწით გამწყრალი სხვაგან დამხვედრის საბრალო სიტყვა. მოგმართავ ბლანტი ჰაერის ხიბლით, თვლადია შენი დღეების ნაშთი, რბილი ნაქსოვის გადაღმა ძებნა სიფხიზლისა და ბასრი გარდაქმნის, წარმოსადგენად საგანგაშოა. ფიქრის კედლის იქით გადამძრომო, ვერ გაემიჯნები სხვა გადამხტომებს. ეს არ იქნება განსხვავების მთავარი წვეთი. ან უფრო იქნებ ნანახ ჰაერს აუწრიალდეს მეტეორების უცხო განგაში, უსწორმასწორო ზედაპირივით თვალით შესაჩნევ არამსგავსობას, აღმოაჩნდეს გამბედაობა,დღედ გადაქცევის და ღამეს ძილით - სიძულვილი გამოულოცოს და ღამემ დღესაც სიძულვილი გამოულოცოს, ასე გადარჩეს ბოლო ნახტომი წვიმის ბადეში გამოხლართვამდე, რომლის იქითაც სხვა ძეგლები კი არ დაგხვდება, არამედ შენი ჩრდილ გუშაგად გასაღებული, დავიწყებული ბავშობის ცრემლი, რომელშიც მშვიდად უნდა დაიხრჩო და ზედაპირზე მოტივტივე გამჭვირვალობა, სხვა დაბადების შინაარსად გადააქციო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს არის სათავფურცლე ლექსი. ეს არის სათავფურცლე ლექსი.
5. "უსწორმასწორო ზედაპირივით თვალით შესაჩნევ არამსგავსობას, აღმოაჩნდეს გამბედაობა,დღედ გადაქცევის და ღამეს ძილით - სიძულვილი გამოულოცოს და ღამემ დღესაც სიძულვილი გამოულოცოს,"
5 "უსწორმასწორო ზედაპირივით თვალით შესაჩნევ არამსგავსობას, აღმოაჩნდეს გამბედაობა,დღედ გადაქცევის და ღამეს ძილით - სიძულვილი გამოულოცოს და ღამემ დღესაც სიძულვილი გამოულოცოს,"
5
4. გამიხარდა რომ წაიკითხეთ :) გამიხარდა რომ წაიკითხეთ :)
3. და ღამემ დღესაც სიძულვილი გამოულოცოს, ასე გადარჩეს ბოლო ნახტომი წვიმის ბადეში გამოხლართვამდე, რომლის იქითაც სხვა ძეგლები კი არ დაგხვდება, არამედ შენი ჩრდილ გუშაგად გასაღებული, დავიწყებული ბავშობის ცრემლი, რომელშიც მშვიდად უნდა დაიხრჩო და ზედაპირზე მოტივტივე გამჭვირვალობა, სხვა დაბადების შინაარსად გადააქციო." რა ჩემი საქმეა, მაგრამ.. ამ ნაწილს დავტოვებდი. განსხვავებულობის სურვილით გადამლაშებად მეჩვენა ზოგი ადგილი. მაგ. ქუსლის გასკდომის ციფი და ღამემ დღესაც სიძულვილი გამოულოცოს, ასე გადარჩეს ბოლო ნახტომი წვიმის ბადეში გამოხლართვამდე, რომლის იქითაც სხვა ძეგლები კი არ დაგხვდება, არამედ შენი ჩრდილ გუშაგად გასაღებული, დავიწყებული ბავშობის ცრემლი, რომელშიც მშვიდად უნდა დაიხრჩო და ზედაპირზე მოტივტივე გამჭვირვალობა, სხვა დაბადების შინაარსად გადააქციო." რა ჩემი საქმეა, მაგრამ.. ამ ნაწილს დავტოვებდი. განსხვავებულობის სურვილით გადამლაშებად მეჩვენა ზოგი ადგილი. მაგ. ქუსლის გასკდომის ციფი
2. ქალბატონი ირმა დარჩა თითქმის ყოველ შემთხვევაში ჩემი პოეზიის მიმართ ინტერესით გამორჩეული... ქალბატონი ირმა დარჩა თითქმის ყოველ შემთხვევაში ჩემი პოეზიის მიმართ ინტერესით გამორჩეული...
1. ლამაზი დასასრულია- ბავშვობის გამჭვირვალე ცრემლში დახრჩობა.
ლამაზი დასასრულია- ბავშვობის გამჭვირვალე ცრემლში დახრჩობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|