ორი ათას ცხრა წლის თორმეტი დეკემბერია. ტელეგადაცემა „იმედის” საღამოს რვა საათიანი ქრონიკის შემდეგ, მოზღვავებულმა არასასიამოვნო ფიქრებმა დამღალა, გული ამიძგერა, მტკივნეულმა მღელვარებამ შემიპყრო ... უნებურად ამაფორიაქა... ღმერთო, ეს როგორ შეუსხია ფრთები ბინდს?!. ის, მთელი გულით ცდილობს, ნათელი რომ დაფაროს... დიდი წვალების შემდეგ, ძლივს ჩამეძინა ... საძილეთში, კი ჩემი ორეული დამიმეგობრდა და მეგზურობა გამიწია - ჩემი აღელვებული სულით მშობლურ ქალაქში მიმიყვანა. ... ჩემს ქალაქს, ძველებური იერი არ ჰქონდა. სხვათაშორის მე ასე მომეჩვენა - მისი ტანაშოლტილი პალმების, მხრებდატოტვილი ჭადრებისა და მარადმწვანე ნაძვის ხეების თვალებში მოთენთილობა დავინახე. ისინი ადრინდელი ეშხით არ ციმციმებენ, კი არა, ჩემზე არანაკლებ არიან აფორიაქებულნი... „მგონი მათაც მოისმინეს რვა საათიანი, საღამოს „ქრონიკა”-მეთქი გულით... მერე თავი ავწიე და მათ შევხედე. ჭადრებმა სევდიანი გული და ნაღვლიანი მზერა შემაგებეს და სასოწარკვეთით ახედეს ცას. ... ეს, ესაა ზამთარი ძალაში შევა. დეკემბრის მეორე კვირაა. ჰოდა, ჩემი მონატრებული ჭადრები კი, ტანგაძარცულები და დადუმებულები დგანან და მიყურებენ - მრავლისმეტყველი თვალებით.რაღაცის თქმა უნდათ და ვერ ახერხებენ, ხმას ვერ იღებენ... ხოლო მიწაზე მოფანტული მათი, ფოთლების ჩვეული შრიალი არ ისმის... ისედაც შეწუხებული, ახლა უფრო შევწუხდი, უფრო ამიკანკალდა ჩემი წლების განმავლობაში ტანჯული სული. ვუყურებ მათ და გული საშინლად მტკივა: ამ მიწაზე მიმოფანტული ფოთლებიდან ზოგი ყვითელია, ზოგი ყავისფერი, ზოგი კი მოთეთრო ნაცრის ფერი. ნეტავ რამ დაფლითა მათი გულები?! ... სეტყვამ?! სიცივემ?! თუ ავადმყოფობამ?... ავადმყოფობა ათასნაირია, მაგრამ, სულ სხვა გულის სევდით 80 81 ნათელა შუბლაძე-ნარმანია ნათელა შუბლაძე-ნარმანია დაავადებული... ... ჰო, ფეხით მივყვები სანაპიროსკენ მიმავალ-დიმიტროვას ქუჩას. მიწაზე ნელა ვაბიჯებ ფეხს. მასში, რატომღაც ძველებურ სიმაგრეს ვერ ვხედავ. დამსხვრეულ ყინულს დამსგავსებია. ყოველ ნაბიჯზე მიწის კვნესა ისმის. შავი ზღვის ჯებირი გამოჩნდა. მივესალმე. მისი მოფერება მომინდა, მერე ტალღებს თვალი გავაყოლე: ზღვის ზედაპირზე თეთრგულა თოლიებმა წრე შემოხაზეს! ღმერთო!... უთვალავნი არიან!...მთელი სულით მივეხმატკბილე... თოლიების გამოჩენამ, სევდიან გულს იმედი შეჰმატა. ისინი ჯებირიდან მოშორებით, კრიალა ზღვის ზედაპირზე სხედან და თათბირობენ... მერე ის იყო, ჩემი მათდამი უზომოდ თბილი გული და მადლიერი თვალები საჩუქრად დავუტოვე ჩემს თეთრგულა თოლიებს... ჰოდა, ცარიელი ფუტლარი ვდგავარ!!! არ ვიცი საით წავიდე!.. უსამართლობაა ეს: გარეშე შემოსულმა უჩინ-მაჩინმა ძალამ, „შემოდგომის ფოთლებივით მიგვყარ-მოგვყარა“... და, აჰა! რამდენიმე წელია უმშობელმიწოდ დავდივართ გზააბნეულები... მაგრამ... თქვენ ხომ მაინც გესმით ჩემი? ჩემო თეთრო თოლიებო, ჩემო ლამაზო პალმავ! ჩემო მარადმწვანე ნაძვის ხეო! ჩემო დიდო მუხავ და ჭადარო?! ღმერთო! მე თქვენ მიყვარხართ თქვენი მრავალფეროვნებით. ერთი მეორესაგან განურჩევლად. სხვანაირად სიცოცხლეს აზრი არა აქვს-მეთქი, ვუთხარი და თან ფიციც მივეცი: „არ ვსდევ ჟამთა სვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად.“-მეთქი. . . . ჩემმა ორეულმა გამაღვიძა როგორც იქნა. მხარი ვიბრუნე ფანჯრისაკენ და ფიქრი ნებას მივუშვი: „ნეტავ რა იყოს ეს? მხოლოდ სიზმარი?!.. თუ...“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მჯერა რომ სიზმრები სხვა სამყაროში გვამოგზაურებენ. :)
საინტერესი იყო. მადლობა. მჯერა რომ სიზმრები სხვა სამყაროში გვამოგზაურებენ. :)
საინტერესი იყო. მადლობა.
1. საინტერესო სიზმარ-ზმანენაა საინტერესო სიზმარ-ზმანენაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|