ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2020


* * *

ჩამოდი ჩემთან!
--------------------------
გია ჯაჯანიძეს!

ჩამოდი ჩემთან!(თუნდაც იმიტომ),
წყლულებს სალბუნად ვედოდ,ვამრთელოდ! ჩამოდი,ნახე,მერე ეძებე,
-დედამიწაზე სხვა საქართველო!
აქ,ხომ ბულბულიც სხვაგვარად უსტვენს?
აქ,ხომ "სხვაგვარად" ყვავის ღიღილო...
ჯერ ჭიქა ღვინო წავაქციოთ და...
მერე,ჩვეულად წავიღიღინოთ...
დავლეწოთ დიდი გაუცხოება
და სიშორავის ციხე დავშალოთ!
ასე შევრჩებით "საუცხოებად",
მე და შენ უცხოდ რჩენილ სამყაროს...
ჩამოდი! ალაგს,სადაც გპატიჟებ,
"ადგილის დედის" სახელი ქვია!
სანამ ბოლოჯერ "დავიპატიჟე"...
ჩამოდი! მერე იქნება "გვიან"...
მკითხავ,-რატომ მსურს რომ ჩამოხვიდე?
ან შეგაწუხო ,ამ გზით დაგღალო...
განაცრისფერდა,გაუფერულდა...
ერთფეროვნებით...დღეს ეს სამყაროც
მათთვის,-ვისთვისაც მკაცრმა განგებამ
ერთი "გროშიც" კი ვერ გაიმეტა...
და ერთადერთი შენი ჩამოსვლა
გადაქცევია ხვალის იმედად!
ხმამაღლა რომ თქვა- როგორ მორთულა,
გამზადებულა უკვე სართველოდ!
ჩემი კუთხე და ამ დალოცვილში,
რა წადინობით ვზეობთ,ვქართველობთ!
იმისი ახსნაც შეძლო მავანზე,
"ადგილის დედა" თუ რატომ ქვია
"ჩემს სამფლობელოს"...ჯანი გავარდეს!
ჩამოდი,სანამ არ არის გვიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს