ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2020


წერილები ლუციფერს

წერილები ლუციფერს!
--------------------------------------
წერილიN2
----------------
აკვნიდან პირველ ნაბიჯამდე...
----------------------------------------------
ცნობიერება რომ საზღვრავდეს ყოფიერებას,
ვინ დატოვებდა ბრძენ კაცს ქვეყნად,-ჯიბეცარიელს?
მხოლოდ იქ ღუის სიუხვე და ნოყიერება,
სადაც სასმისი "იღბალისა",- საცრით დალიეს...
ჩემს დაბადებას თოფის სროლა არ მოყოლია,
გახარებოდა ძალიან ბევრს? არა მგონია...
რომ მოგეკითხა,ვითვლებოდით ცოდვის შვილებად!
(გამოგონებამ მდიდარ კაცთა -ასე ინება!...)
მარტოობაში, გაბედულად ვდგამდი ნაბიჯებს,
მიკვირდა,-სუსხმა ჩემს გარშემო რად ისადგურა?
აკვნიდან სანამ ნაბიჯი არ გადავაბიჯე,
მანამდე "წვერი" ვერ ვუნახე ბედის სამდურავს....
უცბად აღმოვჩნდი, "სარკესავეთ" მოლიპულ გზაზე!
თითქოს უფალმაც გამწირა და გამიდგა განზე..
ხელებში შევრჩი "ბადის მტყორცნელს"ბალღი უმწეო,
განა უზნეო...უმზეო და ლუკმა-ურძეო!
კევრიც გალეწეს ჩემს თავზე და მესროლეს მეხიც!
მაინც ვიცდილე, უბორძიკოდ, წინ მედგა ფეხი!
დავიწყების გზას გამიყენეს...ლამის ჩამქოლეს!
ბოლო იმედიც ამაცალეს...რამის არ მქონეს...
მიუხედავად იმისა,რომ ბალღი ვიყავი,
და ჩემს ღვიძლებთან ულახავი მედგა ტიხარი...
ფონის გარეშე გამოვცურე წუმპეს მორევი...
არ დავიხრჩე და...როგორც ხედავ,-დღემდე მოვედი!
ცნობიერებით ვერც მე ვსაზღვრე-ყოფიერება!
მიტომაც მხედავ "უკაპიკოს"...ჯიბეცარიელს!
მართლაც იქ ღუის სიუხვე და ნოყიერება,
სადაც სასმისი "იღბალისა" საცრით დალიეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები