| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 21 აგვისტო, 2020 |
წერილი N 1 ------------------- დაბადება... -------------------- განვთავისუფლდი...დავიბადე!(დედის მუცლიდან) და...საოცრებავ! თითქოს,აქ ჩემს მოსვლას უცდიდა... ყელში ყულფივით გამომესკვნა...დამესო ხანჯლად... უბედობა და უიმედო მომავლით დასჯა... ვუმზერდი გვერდით ამოტუზულ ოხვრა-ვაებას, როცა ვიცდილე,-ავფართხალდი..."ცხენი" დამება "თავლაში"-,სადაც ოხრად ყრია ქერი და თივა, სადაც სიტკბოა,სიმშვიდეა,საგრძნობლად თბილა... პირველ ცდაზევე განვიცადე სასტიკი მარცხი... წადინობაზე?(მეც იქ ვიყო) კეჩოზედ დამცხეს! -ვინ აგდიხარო?სხვის თავლაში შენს "ჯანდაკს" აბამ! უკითხავად რომ აგვიცეტდი,ამოგდებთ ლაგამს! გაოგნებულმა ზეცისაკენ მივაპყრე მზერა, პატარა ბავშვებს სასწაულის საოცრად სჯერათ... რომ განმკითხავი სვე-ბედისა,-მოწყალე თვალით გადმომხედავდა...გაჩნდებოდა იმედიც ხვალის! ვეხვეწებოდი,მუდარით და ცრემლით შევთხოვდი, -თხოვნა მაქვს,- მხოლოდ არსებობის...განა მეფობის? ხომ შეგიძლია,"გარისკო" და გულით ინებო, რომ შვება ვნახო, "რჩეულებმა" კიდევ,- იმეფონ! მიღამდებოდა ოცნებებით,ფუჭი იმედით! მივედი,ვნახე,დავმარცხდი და... ისევ მივედი... მუხლმოდრეკილი ვეცემოდი სალოცავ ქვასთან... გაოცება და გაცრუება დიდ საზღვრებს გასცდა... მე რომ მეგონა- განმკითხავი მიმზერდა ციდან, ის, თურმე,ნათხოვნს, წვრილთვალება საცერით ცრიდა... კიდევ შევხედე ამოტუზულ ოხვრა - ვაებას, გაკვირვებისგან სასომიხდილს ენა დამება! თურმე, მორკინალს სიბრიყვესთან,ბედი მდევნიდა... უბედობა რომ მომისაჯა დაბადებიდან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლექსის იდეა კარგია. განხორციელება მოიკოჭლებს. ლექსის იდეა კარგია. განხორციელება მოიკოჭლებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|