ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პროზა
13 აგვისტო, 2020


ასეა(მცირედი შესწორებით)

ეზოს ბოლოდან ძლივს ვაწვდენ მზერას ფართოდ ტოტებგაშლილ, მსხვილი ნაყოფით დახუნძლულ თუთას.
ისეთი თავმორთული და მიმზიდველი ჩანს, ცდუნებას ვერ ვუძლებ.
მივეახლე, ტოტი მოვზიდე და დაშაქრულმა თუთებმა პანტაპუნტით იწყო ცვენა.
წამში იქვე  ტალახშემხმარი და დინგმოთხვრილი, ორღობეში მედიდურად, ბატონ-პატრონულად მოტანტალე ღორი გაჩნდა.
ერთი დაიქსუტუნა და ხარბად დაეძგერა ყველაზე ტკბილ და გემრიელ, გიშრისფრად მოელვარე თუთებს.
ნახევრადმწიფეები და ნაკლებტკბილები მერგო დასაკრეფად.
ცოტა ნაწყენი და უკმაყოფილო დავბრუნდი...
მეორე დღესაც მივადექი თუთას პირის ჩასატკბარუნებლად.
ღორიც იქვე დამხვდა - გარუმბული დაგორებულიყო და ნებივრობდა. დინგზე ეტყობოდა, ქარისგან ჩამოყრილი მწიფე და ტკბილი ნაყოფი ბლომად ჩაეთქვლიფა.
ტოტს ხელი წავუწიე და ჰოი საოცრებავ, ხემ ტოტები მაღლა ისე აიკეცა, რომ ფეხის წვერებზე აწვერილიც ვეღარ ავწვდი.
დავრჩი ნახევრადმწიფეს გარეშეც.
ასეა!
პ.ს. გთავაზობთ მცირედი ცვლილებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები