| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 2 სექტემბერი, 2020 |
წერილი N3 ------------------ ყრმობა ---------- მე დაგიბრუნდი! ბავშვობაზე სალაპარაკოდ... შენს გარდა,მაინც არვის ესმის ყრმის ყრუ ტკივილი... ვიცი,რომ მისმენ! გულდასმით და ულაპარაკოდ, აცნობიერო,რამ გამრიყა ზღვაში ტივივით!... ვერ დავიბადე (სამწუხაროდ) ქუდბედიანი და სავალ გზებზედ დამჩხაოდა,- შავი ყორანი... ვეცემოდი და არ მყოფნიდა გზა ეკლიანი, ქვაც მეცემოდა,-გასაკვირად,-აღმა მგორავი... თოვლის ფიფქივით გაუცხოვდა ღიმილ-სიცილი, არადა, ბავშვებს, როგორ უყვართ ღიმის ტარება, ვისთვის შვილი და ვისთვის კიდევ-გველის წიწილი... ვეძებდი სითბოს...მზრუნველ ხელზედ "გადაბარებას"... დედა, ყრმა შვილზედ სიხარულის ან,ვერ მომცემი, (თავის სატკივარს ვერ შველიდა...სულს რომ ღაფავდა) შვებას მჩუქნიდა დედაშვილურ ხვევნა-კოცნებით, და სწამდა,საწყალს...დაბრკოლებებს გადალახავდა... მახსოვს,ურნაში არჩეული პურის ქერქებიც, (ცეცხლზედ ავლებდა უპოვარი ჩემი მშობელი), ვღლოღნიდი "ქერეჭს"...დასწავლილი მგლური ხერხებით, უმწეობაზედ აღრენილი "მეფისტოფელი"... ვემალებოდი "კვაზიმოდო"-კაცის ნაშიერს! ობოლ სულში კი, ხვალინდელის იმედს ვსახავდი! იმაზე ფიქრით,-ვინც მამცირეს...ანდა,მამშიეს, მუხლზედ დაჩოქილს ჩემს ტახტთანაც დავინახავდი... არა იმისთვის,რომ მიმეზღო სამაგიერო, და არც იმისთვის-მომეთხოვა მკაცრად პასუხი! მეთქვა,-"მოყვასნო"...თქვენ თუ იცით,რითი ვძლიერობ? იმ "უძლურებით"..(მოკრძალებით,დღეს რომ თავს ვუხრი...) ხოლო,მათ,ვინაც,შემაშველა მშველელის ხელი, ხმამაღლა მეთქვა,-არ გამწირეთ? დიდი მადლობა! ზოგჯერ,უმანკო ცრემლიცაა- ყველაფრის მქნელი! (სულში რჩენილი ყინულების დროულ სადნობად...) სიჭაბუკეზე, შენთან მერე ვილაპარაკებ! არ დამკლებია იმ ასაკშიც,ცრემლი,ტკივილი! არ მოუსმინო,ნაბიჭვრების "იგავ-არაკებს"... რომ "გამომრიყეს" გაცოფებულ ზღვიდან... ტივივით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლუციფერთან ეს წერილი რა შუაშია? :) ლუციფერთან ეს წერილი რა შუაშია? :)
3. პირველი ნაწილი"აღმა მგორავი"-მდე შინაარსობრივად მეორე წერილის გამეორებაა, თან რითმა სალაპარაკოდ-ულაპარაკოდ არ უხდება. დანარჩენი საინტერესოდ იკითხება. პირველი ნაწილი"აღმა მგორავი"-მდე შინაარსობრივად მეორე წერილის გამეორებაა, თან რითმა სალაპარაკოდ-ულაპარაკოდ არ უხდება. დანარჩენი საინტერესოდ იკითხება.
2. როგორ მეამაყები... როგორ მეამაყები...
1. საინტერესოა ლუციფერთან საუბრები, ერთ დროს ისიც ხომ ანგელოზი იყო!
საინტერესოა ლუციფერთან საუბრები, ერთ დროს ისიც ხომ ანგელოზი იყო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|