ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2020


ღამის ოთხი

    თუ ღამის ოთხი საათია შეგიძლია ფანჯრიდან გადახტე,
    თუ ღამის ოთხი საათია შეგიძლია დიეტა დაარღვიო.
    თუ ღამის ოთხი საათია, ნიკალადიონზე მაინც შეხვდები მურტფილმებს.
    ეჰ, როგორ მიყვარს ღამის ოთხი საათი.
    დრო, ჩვენ თავთან განმარტოებისა,
    დრო, ჩვენი ცოდვების მხილებისათვის.
    დრო, ინსომნიისა.
    დრო, ცუდი სიზმრების.
    ღამის ოთხი საათი,
    ღამის ოთხი საათი.
    ღამის ოთხზე მბჟუტავი ვარსკვლავები გვიყურებენ.
    ღამის ოთხზე შავი ღრუბელი გვადგას თავზე.
    ღამის ოთხზე უჩვეულო სიჩუმეა.
    ღამის ოთხზე სიგარეტი თავდება.
    ღამის ოთხზე გეღვიძება.
    ღამის ოთხზე ცოცხალი ხარ.
    ღამის ოთხზე მასტურბირებ.
    ღამის ოთხზე ყველაზე მეტად ბნელა. 
    ღამის ოთხი...
    ღამის ოთხი...
    მე ღამის ოთხი ვარ,
    ვარღვევ დიეტას,
    ვიკლავ თავს,
    ვუყურებ მურტფილმებს,
    ვკითხულობ ბიბლიას,
    ვჭამ ნაყინს,
    ვაკვირდები იუპიტერს, ვენერას, სატურნის, მარსს,
    შენ კიდე დილის ცხრა ხარ და მიდიხარ სამსახურში.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები