ჩემს თვალწინ დარდით ჩამოხმა, ზღვას პალმა ცრემლებს ურიგებს... ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოა, შურიგე!
ილორში სტირის ღიღილო, აღარ ანთია სანთელი, მსურს ისევ ერთად ვიხილო მე აფხაზი და ქართველი.
ვხედავ აფხაზურ ულაყებს, ღრმა სევდას ვამჩნევ თვალებში, ვქარგავთ ოცნების სურათებს სულის მისატან მხარეში.
ხმაში ნაღველი მეტყობა, თუმც მზე ჯერ კიდევ ამოდის... ჩვენ გადაგვარჩენს ერთობა, იდეა ერთიანობის.
ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, რომ გვქონდეს კარგი მერმისი... თავის თავისთვის ვინც ცხოვრობს, არაფერი მწამს მე მისი.
ამ ქვეყნის დარდით ჩამოხმა, ზღვას პალმა ცრემლებს ურიგებს... ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოა, შურიგე!
ოთარ რურუა
2020
ცნობისათვის: შურიგე - მეგრული სიტყვაა, იგივეა, რაც ,,სულო“
მერმისი - ,,მომავალი“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი ხარ, ოთარ ++ კარგი ხარ, ოთარ ++
3. ძალიან კარგია, 5! ფორუმზე წავიღე ძალიან კარგია, 5! ფორუმზე წავიღე
1. 5 ქულა ოთარ ! 5 ქულა ოთარ !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|