 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2020 |
ამ უნაზესი, გამჭვირვალე ბაფთის საღამურს, მონდომებითაც რომ ვერ დაუფარავს ჩემი წელი, თეძო, მკერდი, კერტები, თოკზე გაფენილს აგონდება შენი თითები... და თუმცა სარჭი ვერ იქნება მათსავით თბილი, ისევე ცდილობს არ გააყოლოს ქარს იგი, როგორც შენ, უთენია რომ ეჭიდებოდი მისი კიდის, შაბიამნისფერ, ვიწრო არშიებს...
ჰო, მიჯობს ვწუხდე, მიჯობს თავად გტოვებდე, ვიდრე ოდესმე ვიგრძო შენგან ამის სურვილი. ამ დროს თითებში ათასობით ნემსი მესობა, ვერ გავურბივარ უგულობის ხისტ ინექციებს. რითიც ვხვდები, რასაც ნიშნავს გაყინული სისხლი ძარღვებში. თუმც გაყინულიც არ ჩერდება, იმსხვრევა და გულსაც მისერავს.
დაე გააუქმდეს ცალმხრივობა, ყველა ცალმხრივი - სიყვარული, ყველა! უკლებლივ! და განა დარდით დაილიოს ყველა ფუფალა? მუცლად გაწყალდეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ლაშა, გმადლობთ. ლაშა, გმადლობთ.
12. ამენ!
ქალური პოეზიის თვალსაჩინოება
5. ამენ!
ქალური პოეზიის თვალსაჩინოება
5.
11. კი, მეც კი მომწონს :)
გმადლობთ. კი, მეც კი მომწონს :)
გმადლობთ.
10. ამ ლექსმა შემომიტყუა. :) კარგია ძალიან. ამ ლექსმა შემომიტყუა. :) კარგია ძალიან.
9. ნინა, მიხეილ, ზარქუა, მადლობები. ნინა, მიხეილ, ზარქუა, მადლობები.
8. და განა დარდით დაილიოს ყველა ფუფალა? მუცლად გაწყალდეს! +5 და განა დარდით დაილიოს ყველა ფუფალა? მუცლად გაწყალდეს! +5
6. და განა დარდით დაილიოს ყველა ფუფალა? მუცლად გაწყალდეს! +5 და განა დარდით დაილიოს ყველა ფუფალა? მუცლად გაწყალდეს! +5
5. გმადლობთ, ადამიანებო. გმადლობთ, ადამიანებო.
3. დარმწუნებული ვარ კარგი ავტორი შეემატა საიტს :) მიხარია ეს ამბავი. დარმწუნებული ვარ კარგი ავტორი შეემატა საიტს :) მიხარია ეს ამბავი.
2. აი მესმის! აი მესმის და მესმის აი ეს! კიდევ მოვალ და დავტოვებ მე აქ კომენტარს! ცალმხრივობა დაე გაუქმდეს! მარა .. ყველა სიყვარული ცალმხრივიია მისი აბსოლიტურიი მნიშვნელობით,რადგან ყოველთვია ერთს უფრო მეტად უყვარს-თითქმის ყოველთვის და ეს ხანდახან ცალმხრივი სიყვარულივით მტკუვნეულია. პერანგია ამბავი კი ფანტასტიურადაა გადმოცემული. 5 და კიდე მეტი აი მესმის! აი მესმის და მესმის აი ეს! კიდევ მოვალ და დავტოვებ მე აქ კომენტარს! ცალმხრივობა დაე გაუქმდეს! მარა .. ყველა სიყვარული ცალმხრივიია მისი აბსოლიტურიი მნიშვნელობით,რადგან ყოველთვია ერთს უფრო მეტად უყვარს-თითქმის ყოველთვის და ეს ხანდახან ცალმხრივი სიყვარულივით მტკუვნეულია. პერანგია ამბავი კი ფანტასტიურადაა გადმოცემული. 5 და კიდე მეტი
1. შემომეხუთა ხუთად . 5 შემომეხუთა ხუთად . 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|