ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2020


* * *

იასამნისფერ, ფოთოლცვენის თოვლია
ბარდნის,
ბარდნის, მისმინე, იასამნის თოვლია გარეთ,
ქუჩაში ჩვენი სილუეტი ზეცაზე დადის,
იასამნისფერ ფოთოლცვენას რომ უღებს კარებს,
და ფერთაშორის, სხვადასხვაგვარ სიგიჟეს სჩადის,
და ფერთაშორის, სხვადასხვაგვარ სიგიჟეს ავლენს..
დრო არ ჩერდება. შემედგომა როდესაც მოდის,
დრო არ ჩერდება! გაზაფხული არ კეტავს კარებს,
შუა გულ ზღვაში ცა გემიდან ისე გამოდის,
თითქოს და ზეცაც აკეთებდეს სიგიჟის მანევრს,
(ისე ცვივიან, რომ აქ იგრძნობ შეგრძნებებს ვარდნის)
რადგან ზეცასაც გააჩნია, როგორაც გამვლელს,
იასამნისფერ ფოთოლცვენის თოვლია ბარდნის,
მთვარე დაარღვევს გამოჩენის ყოველგვარ მალვებს.
რადგანაც ჩვენი სილუეტი ზეცაზე დადის,
დადის და კეტავს, ყველა ღიად დარჩენილ კარებს,
ჟრუანტელმოცმულ არეული მარტივით არის ..
შენი ხმის ტემბრიც, ცა, რო'ცაა ძვირფასო გარეთ,
სიზმარი, ქვეცნობიერის გვერდით,გააღებს კარებს,
(დაგ(მ)ესიზმრები სიგიჟით ხელში),
და გავაღვიძებ
წართმეული სიგიჟის ალერსს,
დილა რომ გაიმართება წელში,
დილა როდესაც ღამესაც ავლენს,
დაგესიზმრები სიგიჟით ხელში და
წაგიკითხავ ძვირფასო ამ ლექსს,
გვირილებმოცმულ სტრიქონების, შუაა ღამე,
შუა ღამეა, ძვირფასო ბარდნის,
იასამნისფერ ფოთოლთცვენის თოვლია, და მე,
მე ახლა შენი სურვილით დადის,
გვირილებმოცმულ სტრიქონების შუაა ღამე,
და
მზე ამოდის .
შენც
რომ თქვა რამე,
მზის სხივი შენი ხმის ტემბრით მოდის,
იასამნისფერ ფოთოლცვენის თოვლია გარეთ,
და გარეთ გადი,
ღრუბელი მოდის,
წვიმის წვეთები ისე ამთავრებს,
ისე ამთავრებს ლოდინს,
დრო უანგაროდ დაიღრიალებს,
როდის როდის მოთოვსო, როდის.
თოვს,
უსაზღვრობობის ფანტელი მოდის,
თოვს იასამანს თოვს.
შენი ხმის ტემბრის ამონარირებს,
ჩემს საგიჟეთში ვქსოვ,
და ,,საგიჟეთში''  ,, არ მოგერიდოს ''
არ მოგერიდოს თოვს.
ს.შ
2020.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები