 | ავტორი: ბუდო ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2020 |
გთხოვ, დამიცადე... დროვ, დამიცადე. გთხოვ, დამიცადე. მე განვიცადე... ის განვიცადე და მერე ცამდე, ისე ავედი, როგორც წავედი ტბაზე, ისე გავები, როგორც ობობას ქსელში... არის ამაში რაღაც, არის ისეთი, რამაც მე წამიყვანა სადღაც, ცხოვრების გაღმა და მერე გალღვა, გალღვა ოცნება ერთ თბილ საღამოს, შემდეგ კი გასკდა... გული შენს გამო. ჩურჩული ჩუმად გეტყვის: " წამო, შენ გაღმა წამო", რათა გალღვეს ეს ოცნება, გასკდეს ეს გული, ჩურჩულმა გითხრას წამო... მერე კი ჩაქრეს ეს სინათლეც, თვალებში რომ არის, ჩაწყდეს კივილი, ცამდე რაც ადის, გაქრეს ეს გრძნობა, რომ არ იცი რად ღირს, რად ღირს ეს ცხოვრება, ჯერაც რომ ვერ გარკვეულხარ, არის დამონება, თუ ეს დასაწყისია იმ ყველაფრის, რისიც ეშინია ყველას, რასაც ვერ უგებს, გაურბის თემას. გრგვინვა დაგვატყდა თავს! გმინვა გაისმა ქვათა, და აკანკალებს ბავშვს-ფერი ნანახი ბრმათა. ასე ნამღერი ისე ამძიმებს, აგიმღვრევს ფიქრებს, და სინანულის მორევში გითრევს, როგორც ამ სიტყვებს, დაკოჟრილ ხელზე დაიდნობს ფიფქებს... არაფერს იღებს, ამ ცხოვრებიდან, დაბრკოლებიდან და მორევიდან არაფერს იღებს, არ აძლევს ბიძგებს, რომ წინ წავიდეს ეს დრო და ხანი! რომ არ აყვირდეს მუნჯი , ქვრივმა არ მისცეს ბანი! ჩიტი გაფრინდეს და უკან არ მოფრინდეს, გონება გაგეხსნას და იპოვო ხსნანი, ცხოვრებისგან რომ გიხსნას, მერე ხმამ ჩუმად გითხრას: " ვერ ეღირსები მიწას"! და დაიტანჯო მანამ, სანამ არ იგრძნობ რაა, შენ რომ გაკლია მითხარ? სანამ იქამდე მიხვალ... სადღაც ვლივლივებ, შენი არ მესმის, როცა ვმღერი სულ მაშინ ჩამესმი. ჩიტი გაფრინდეს და უკან არ მოფრინდეს, გონება გაგეხსნას და იპოვო ხსნანი, ცხოვრებისგან რომ გიხსნას, მაინც განაგრძობ კითხვას- "გთხოვ, დამიცადე.... დროვ, დამიცადე. გთხოვ დამიცადე, მე განვიცადე... ის განვიცადე და მერე ცამდე, ისე ავედი, როგორც წავედი ტბაზე,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დროვ, დამიცადე. გთხოვ, დამიცადე.
დროს დაცდა არ უყვარს, ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლება, დროს ვერ დააბრუნებ. დროვ, დამიცადე. გთხოვ, დამიცადე.
დროს დაცდა არ უყვარს, ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლება, დროს ვერ დააბრუნებ.
4. ჩიტის თვალსაწიერი(დან)....
საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ჩიტის თვალსაწიერი(დან)....
საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
3. ძალიან საინტერესო სახელი აქვს ლექსს. საინტერესო მიგნებებია. ვფიქრობ ეს ავტორი შორსს წავა! მე ვწერ 5-ს და ველი სხვა ლექსებსაც!❤ ძალიან საინტერესო სახელი აქვს ლექსს. საინტერესო მიგნებებია. ვფიქრობ ეს ავტორი შორსს წავა! მე ვწერ 5-ს და ველი სხვა ლექსებსაც!❤
2. ყოველი ახალი წევრი განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება!
ყოველი ახალი წევრი განსაკუთრებულად მიხარია ხოლმე. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება!
1. ქვათა გმინვა.... და აღარ მოფრენილი ჩიტი... ფერი ნანახი ბრმათა... ძალიან ბევრი ჟრუანტელის მომგვრელი მომენტები გაქვს ;)) ქვათა გმინვა.... და აღარ მოფრენილი ჩიტი... ფერი ნანახი ბრმათა... ძალიან ბევრი ჟრუანტელის მომგვრელი მომენტები გაქვს ;))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|