 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 19 აგვისტო, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
არ მიყვარს ახალი წელი. როგორც წესი დაგეგმილად ვერასდროს ვილხენ ხოლმე და დაუგეგმავად კი ხან სად და ხან სად ვხვდები ამ დღეს. იმ ახალ წელსაც მარტო აღმოვჩნდი ბაკურიანში, ჩემს სამი წლის შვილთან ერთად. მიმჩანდა, რომ ბავშვის ჰაერზე გაყვანა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მორიგი ღრეობა. ამაშიც ვერ ვუგებდით მე და ჩემი ყოფილი ცოლი ერთმანეთს და სწორედ ამ ახალი წლის შემდეგ დავშორდით კიდეც. 31 დეკემბერს ცხოვრებაში პირველად ჩემი ხელით თმები გადავიხოტრე. რომ გითხრათ გადახოტრილი თავი მომიხდათქო მოგატყუებთ. იმ პერიოდში ბევრს ვნერვიულობდი და თითქმის საერთოდ არ მეძინა. ჩაშავებული თვალებით, გაფითრებული სახით და თანაც გადახოტრილი თავით ნამდვილად არ ვგავდი ჯანმრთელ ადამიანს. სწორედ მაგ პერიოდში გავემგზავრე სემინარზე ჩრდილოეთ გერმანიის ერთერთ ცივ კუნძულზე, სადაც ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან გარემოსდაცვის სფეროში მოღვაწე ორმოცამდე ადამიანი შეიკრიბა. სემინარზე უნდა განგვეხილა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ეკონომიკური ფასის დადგენის მეთოდები. ორმოცამდე მონაწილიდან ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი გოგოები ჭარბობდნენ, თუმცა ნამდვილად იყო სუსტი სქესის რამოდენიმე ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი. ხორვატია, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და “მის ჩრდილოეთ-გერმანიის-კუნძულის” წოდებაც სწორედ ხორვატმა იელენა ლოვრიჩმა მოიპოვა. ცოტა სასაცილო სანახავი იყო, ლეკვებივით როგორ დასდევდნენ მამრი მონაწილეები იელენას და როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა მეთოდებით მისი გულის მოგებას. იელენას კი, როგორც ეტყობოდა სემინარის მთავარი პრეზენტატორის და წამყვანის კანდიდატურა ყველაზე რეალურად მიაჩნდა. მართლაც ჰოლადნიელი პიტერ ვან ველსენი საკმაოდ ლამაზი მამაკაცი გახლდათ. თვალები და პერანგი ერთნაირად ცისფერი ქონდა. ქერა თმები და ქათქათა კბილები კიდევ უფრო უმშვენებდა სახეს. როგორც ჰოლანდიელებს და დასავლეთ ევროპელებს შეეფერებათ პიტერსაც მაღალი და ნავარჯიშები ტანი ქონდა. დამატებით იგი მთავარი პრეზენტატორის თანამდებობას იკავებდა, დანარჩენები კი მხოლოდ სემინარის უბრალო მონაწილეები ვიყავით. ერთი სიტყვით იელენასთვის ბრძოლაში იგი უდაო ფავორიტს წარმოადგენდა და იელენაც მასთან ფლირტისგან თავს ნამდვილად არ იკავებდა. სემინარის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საკონფერენციო ოთახში მოეწყო ფურშეტი, ჩაირთო დაბალ ხმაზე მუსიკა და დაიწყო სემინარის არაფორმალური ნაწილი. ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონია “ნადირობის” სურვილი. ჩემს დარდებში ვიყავი ჩაძირული და ეს ყოველივე სახეზეც და გადახოტრილ თავზეც მეტყობოდა. რამოდენიმე წლით ადრე, რომ მოვხვედრილიყავი ასეთ სემინარზე ალბათ ვეცდებოდი მწვერვალების დაპყრობას, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო.. რამოდენიმე ბოთლი საუცხოო გერმანული ლუდისა და ნაკლებად საუცხოო გერმანული ღვინის დალევის შემდეგ ხასიათი ცოტათი გამომისწორდა და მანამდე შეუმჩნეველი ჩემთვის ასეთი ძვირფასი ნივთი შევნიშნე. სტანდარტული მრგვალი სკამიც გვერდით ედგა და ელოდებოდა თავის მომდევნო პარტნიორს. მართლაც, მივუახლოვდი, გავხსენი და დავინახე მბზინავი, გაკრიალებული თეთრი და შავი კლავიშები. პირველი აკორდი, რომ ავიღე მონაწილეები ჩემსკენ მოტრიალდნენ და მკითხეს შემეძლო თუ არა დაკვრა.. მე გავუღიმე და ვუთხარი “NO”, თუმცა თითებით გავაგრძელე ჩემი საყვარელი ჯაზის კომპოზიციის რამოდენიმე აკორდის აღება. აუდიტორიაში გაისმა ნასვამი ადამიანების ოვაციები და დაახლოებით 10 წამში უკვე ჩემი როიალის ირგვლივ იყო შემოკრებილი სემინარის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა. არც ვაკვირდებოდი ვინ იდგა და ვინ არა, უბრალოდ ჩაძირული ამ მონატრებულ ჰანგებში ვაგრძელებდი დაკვრას არაჩვეულებრივად ლამაზად მჟღერ როიალზე. თავი მხოლოდ მაშინღა ავწიე, როდესაც დაკვრა დავასრულე და მონაწილეების აბლოდისმენტები გავიგე. პირველი, ვინც დავინახე ჩემს მსმენელებში იყო არაჩვეულებრივი იელენა, რომელსაც ჩვენი ჰოლანდიელი პრეზენტატორი უკვე ძალიან ახლოს ედგა. იელენამ შემომხედა და ყველასთვის გასაგონად ჩემთვის დაუჯერებელი ფრაზა წარმოთქვა “შეიძლება დღეს ღამე შენთან დავრჩე?”.. “Woooow” - ერთი ორმა მონაწილემ ვერ დამალა გაკვირვება და ალბათ ცოტა შურიც, მე კი - “Maybe” - ვუპასუხე და გამეღიმა.. რამოდენიმე ხნის დაკვრის შემდეგ ტაქტიანმა მონაწილეებმა დაგვტოვეს აუდიტორიაში მარტო... ალბათ ერთერთი ყველაზე რომანტიული ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან სამნი ერთად ესე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ვიყავით ხოლმე ან ქალი და მე ან როიალი და მე. ახლა კი ვიყავით ქალი, როიალი და მე... იელენა კალთაში მეჯდა, თავისი ნაზი ხელები ჩემს ხელებზე ეწყო და თითებს ჩემი თითების მოძრაობებს აყოლებდა. თითქოს ცდილობდა დაკვრასაც და ჩემს მოფერებასაც, მე კი მთხოვდა, რომ დამეკრა და არ გავჩერებულიყავი.. მისი თმის სუნი, გემრიელი კისერი, მისი სავსე და თბილი მკერდი, შავი თმები და ხორციანი ტუჩები სულ უფრო გაუგებარს ხდიდა როიალზე დაკრულ ჰარმონიებს... ღამის ორ საათამდე ესე ვიყავით. ორივეს ცეცხლი გვეკიდა და ორივეს გაუსაძლისი სურვილი გვკლავდა ერთმანეთი კიდევ უფრო ახლოს შეგვეცნო.. რაღაც მომენტში, როდესაც ის უკვე ნახევრად შიშველი იყო მთხოვა, რომ მე გავჩერებულიყავი, ვინაიდან მას არ შეეძლო გაჩერება.. მეც გავჩერდი... მეორე დილას სემინარის დაწყების შემდეგ შესვენებაზე მოვიდა ჩემთან ცოტათი ანერვიულებული იელენა და მითხრა, რომ გუშინ ნასვამი ვიყავიო და გთხოვ, იმედები ნუ გექნებაო.. და ასევე გთხოვ, არავის უთხრა, რაც ჩვენს შორის მოხდაო.. ძალიან გამიკვირდა და ცოტათი მეწყინა კიდეც მისი ნათქვამი, თუმცა არ შევიმჩნიე და ვუპასუხე, რომ ძალიან ცდებოდა ჩემში. ამ სიტყვების შემდეგ მასთან აღარანაირი კონტაქტი აღარ მქონია და ისიც კი არ მახსოვს დავემშვიდობეთ თუ არა ერთმანეთს სემინარის დასრულების შემდეგ...
არ მიყვარს ახალი წელი. როგორც წესი დაგეგმილად ვერასდროს ვილხენ ხოლმე და დაუგეგმავად კი ხან სად და ხან სად ვხვდები ამ დღეს. სულ რამოდენიმე საათი რჩება ახალი წლის დადგომამდე, მე კი სამსახურში ვზივარ მარტო ჩემს კაბინეტში და ვმუშაობ. ამ დროს ახალი შეტყობინება მომდის ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც ვხსნი და ვკითხულობ: “თითქმის ერთი წელი გავიდა და მე ისევ შენზე ვფიქრობ, ალბათ ზედმეტად ბევრს. არ შემიძლია ავხსნა ის გრძნობები, რომლებიც იმ ღამეს ჩემში შემოიჭრა და შემდეგ ყოველ მომდევნო დღეს უფრო და უფრო ღვივდება. მეშინია ამ გრძნობების, უფრო ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცი ოდესმე შევხვდებით, თუ არა ერთმანეთს... რაც მე მაშინ დაგიმალე არის ის, რომ მყავს ქმარი და ორი შვილი... ალბათ ახლა ცოტათი უფრო მეტად გამიგებ და მიხვდები ჩემს საქციელს, რომელსაც ახლა ვნანობ... მე მწყურიხარ... შენი იელენა ლოვრიჩი”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. :)))) ჯონათან, ბოლო პერსონაჟმა ქალმა მეც ძაან გამაკვირვა, მაგრამ ვფიქრობ როიალის ბრალი იყო ყველაფერი ;) :)))) ჯონათან, ბოლო პერსონაჟმა ქალმა მეც ძაან გამაკვირვა, მაგრამ ვფიქრობ როიალის ბრალი იყო ყველაფერი ;)
1. როგორი თამამები და პირდაპირები არიან ხოლმე თქვენი (პერსონაჟი) ქალები :)
როგორი თამამები და პირდაპირები არიან ხოლმე თქვენი (პერსონაჟი) ქალები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|