ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2021


* * *

და ცისარტყელის ფერადი წრე და
ზოლი რომელიც, გაუფერულდა,
შენ საგიჟეთის ბილიკებს წერ და
გაფრენას იმის მერე რა უნდა ,
შენი ხმის ტემბრი თუ შემაბერდა,
ან კიდევ თუ კი გაუფერულდა,
თუ მუზა, მუზასავით ამღერდა?
და დაგვიბრუნა სიგიჟემ ხურდა,
თუ ოცნებები გამოამხედრა,
ან ოცნებები თუ გაგვიქურდა,
მზის სხივი თუ კი გამოახედა,
ანდაც ეს წამი თუ გაგვიხუმდა
დრო თუ გაჩერდა?
დრო თუ დაბრუნდა?
თუ უშენობა ისე ამჩემდა?
როგორც, არ უნდა ?
და თუ სიჩუმე გამოაჩენდა,
როგორ დადუმდა?
და ცისარტყელის ფერადი წრე და
ზოლი,
რომელიც,
გაუერულდა ...
შენ
საგიჟეთის ბილიკებს წერ და
გაფრენას,
იმის მერე რა უნდა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები