ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2020


სიურიტუალიზმი

ვიცი ,
მეტყვიან ,
რა მინდოდა გზაზე რომელიც ,
მიტოვებული ქარხნებივით წარმოშვა სივრცემ
და ნაკვალევსაც ბაბუაწვერას ბედი მოელით .

გამოივლის კაცი აქვე ,
წყალი ენდომება ისე ,
ჭისკენ თავქვე .

ღმერთო , გვაპატიე დაძველება
მეც და ამ კაცსაც .

უფრო და უფრო გაძნელდება
გავივლით რასაც
და ვიცი ,
აუცილებლად იტყვიან :
ზომას ,
წონას
და ფასსაც .

მე და ეს უწყლო კაციც და ადგილიც
თავიდან ავშენდებით .
ვიღაც ყოველთვის მოვა ,
მოვა თავისი ნაშიერებით .

დროა ,
ჰო , დროა , დროა
დავბრუნდე უკან ,
ჩემი სამყოფელი მიწა ჩამოვდო ,
დავხიო რუკა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები