 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2020 |
ცხენს მიაგელვებს, ჰგონია, გველეშაპს სულზე წაასწრო, განა ზის, ცქმუტავს, ბუქნაობს, ლამის თავის ცხენს გაასწროს.
ხელში შუბი აქვს, კბილებში - ხმალი, ჯაყვა და კატანა, ვაი თუ შუბმა უმტყუნა, ხომ უნდა თავის გატანა?!
გველეშაპს რას დააცდიდა, ცეცხლი ეფრქვია პირიდან, შუბი ჩასცა და განგმირა, სიკვდილი ვერ აირიდა.
საათით ადრე ტყის პირას, უცხო სოკოს რომ ღეჭავდა, რას იფიქრებდა ყველაფერს უკუღმა თუკი ხედავდა.
მოკლა, მაგრამ არ ინანა, კაცი რა დასანანია, მოსაკლავები მისი თქმით, კიდევაც მრავლად არიან.
მკითხველო, ვერ გაგიგია, რა არის ლექსის მორალი? ყველას, რომელიც ისურვებს არ ამშვენებდეს ოლარი!
ვინც კი სხვის თვალში ბეწვს ეძებს და ელანდება მითები, სოსისად არ მოეჩვენოს, საკუთარივე თითები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მართალი ხარ, უკეთესად ყოველთვის შეიძლება. :) მართალი ხარ, უკეთესად ყოველთვის შეიძლება. :)
4. სოსისად არ მოეჩვენოს, საკუთარივე თითები . აქ შეიძლებოდა უკეთესად.
სოსისად არ მოეჩვენოს, საკუთარივე თითები . აქ შეიძლებოდა უკეთესად.
3. რატომ მუხა, აბა ნიორწყალი ? :)))))
რატომ მუხა, აბა ნიორწყალი ? :)))))
2. აეიოუ , რა კარგად დაიწყე და ბოლოში(ჩაანიორწყალე) აეიოუ , რა კარგად დაიწყე და ბოლოში(ჩაანიორწყალე)
1. ძაან გამახალისე სამურაი! ძაან კარგი იყო. რაღაც ახალი სტილის იგავის ფუძემდებელი ხდები მგონია და თუ კი მგონია და მეჩვენება, შემომედავონ სხვანი, ვისაც არ ელანდება და არ ეჩვენება :) 5 ძაან გამახალისე სამურაი! ძაან კარგი იყო. რაღაც ახალი სტილის იგავის ფუძემდებელი ხდები მგონია და თუ კი მგონია და მეჩვენება, შემომედავონ სხვანი, ვისაც არ ელანდება და არ ეჩვენება :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|