ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 აგვისტო, 2020


90-იანების მოგონებები

იმ დღეს მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, გინდა ილოცე, გინდა არაო მაინც არაფერი იცვლება ამითო. იმ მომენტში არაფერი ვუპასუხე, თუმცა გამახსენდა ერთი შემთხვევა, რომელიც 15 წლის ასაკში გადამხდა...

ჩემი უახლოესი მეგობრის დიტოს მამა სიმსივნით გარდაიცვალა და სახლში საკმაო რაოდენობით მშრალი მორფი დარჩა. ოთხმოცდაათიანებში მოგეხსენებათ რა სიტუაციაც იყო. უბნის ბიჭების ძირითადი საქმიანობა ან დალევა ან რაიმე ახალი ნარკოტიკის ძებნა და გასინჯვა გახლდათ. სწორედ ჩემმა მეგობარმაც უბნელებთან ერთად დაიწყო სახლში დარჩენილი მორფის ათვისება. არ ვიცი იმ დროს რამ გადამარჩინა, ვინაიდან ყველა ჩემი მეგობარი იკეთებდა მორფს ჩემს გარდა. ვერ ვიხსენებ, თუ რატომ არ მოვინდომე გასინჯვა, არადა მარიხუანას წარმატებით ვეწეოდი ხოლმე. ერთი სიტყვით საქმე იქამდე მივიდა, რომ დიტო ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე იკეთებდა ხოლმე მორფს. ვუყურებდი ჩემი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას და გული მიკვდებოდა. დღითიდღე ეცვლებოდა სახის გამომეტყველება, სულ უფრო გაფითრებული სახე უხდებოდა და თვალებიც უშავდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი იმიტომ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ვხედავდი, რომ თავს იკლავდა. ამ თემაზე მასთან ლაპარაკს ნაკლები აზრი ქონდა.
ერთხელაც კლასელის დაბადების დღეზე ვიყავით დაპატიჟებული მე და დიტო. ზუსტად 6 საათზე მოვილაპარაკეთ ეზოში შეხვედრა და შემდეგ ერთად წასვლა. ათი, რომ აკლდა გადავურეკე და მითხრა: ”ეხლა დავიბაბანებ მორფს და წავიდეთო”
ყურმილი, რომ დავკიდე ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე გავიქეცი ხატების ოთახში, დავიჩოქე და მთელი გულით, ტირილით ვთხოვდი ღმერთს, რომ დიტოს წამალი არ გაეკეთებინა.
ცოტა ხნის შემდეგ შევედი აბაზანაში, ცივი წყლით სახე დავიბანე, რომ არაფერი დამტყობოდა, დავისხი ჩემი Farenheit-ი და ჩავედი ეზოში დიტოს შესახვედრად.
დიტო ეზოში გაკვირვებული და თან ძალიან ამაყი სახით დამხვდა და მომახალა:
- ბიჭო, არ დამიჯერებ და გასაჩხერად მომზადებული ბაიანი ვენასთან რო მივიტანე უცებ მოვიშორე და ბოზიშვილივიყო რაკოვინაში ჩავასხიო -
თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა. მე კი მივხვდი, თუმცა არაფერი მითქვამს მისთვის...

ამის შემდეგ დიტო მაინც ყოველდღე იკეთებდა წამალს მე, კი აღარ მქონდა ენერგია ისევ ისე გულმხურვალედ ყოველდღე მელოცა მისი გადარჩენისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები