ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2020


Frankfurt am Main

სადგური. აგვისტო. ბაქანი.
ფრანკფურტი. მდ. მაინი.
ვაგონი შტუტგარტში დაქანდა.
თბილისში გითარგმნი ჰაინეს.
ჭადართა ყვითელი სამოსი.
მტვრიანი მტკვრისპირი-მდუმარე.
წასვლისას ბოლოჯერ მაკოცე,
წასვლისას არ მითხრა უარი.
ვინახავ მოწერილ ბარათებს.
ქალაქებს. მარკებს და თარიღებს.
მარადის. მარადის. მარადის.
სიზმართა ურდული გამიღე.
მოგიტან კესანეს. ზამბახებს.
დილამდე შემოვრჩეთ მარტონი.
ღვინოში მოვთუშოთ ყაბაყი.
შენ ის თქვი: მერლო თუ შარდონე?
თვალები გაგიხდეს დიდრონი.
მაინზე ვეძებდეთ მადათოვს.
გადავდოთ რუსონი. დიდრონი.
გადავდოთ. გადავდოთ. გადავდოთ!
სადგური. აგვისტო. ბაქანი.
ფრანკფურტი. მდ. მაინი.
ვაგონი შტუტგარტში დაქანდა.
თბილისში გითარგმნი ჰაინეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს