ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2020


ზღვა და სხვა...

მზე სვირინგს მადებს მხარზე,
ისე მცხუნვარე მზეა.
მარტოდმარტო ვარ ზღვაზე,
მზესთან პირისპირ ვწევარ.
ტალღებს კენჭებით ვართობ,
ის კი ნიჟარებს მჩუქნის.
სულ არ მწყინდება მარტოს,
აქ ყველა დღეა უქმი.
ზღვა კი მიამბობს ამბავს
წარსულისა თუ აწმყოს.
უკრავს ბუნგალო სამბას,
ხვდება ნაცნობი ნაცნობს...
ყელზე ნიჟარის მძივი
ზღვისგან სახსოვრად დამრჩა.
მივემგზავრები დილით
იქ, სადაც ზღვა სულ არ ჩანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები