- გამარჯობა! - გაგიმარჯოს! - შეიძლება თქვენი გაცნობა? - - შეიძლება? -კარგი,ოღონდ,ყველა მორგებული ნიღაბი მოიშორე, მე თქვენი გაცნობა მინდა და არა სხვისი. ................................................................................................
*** დიალოგი მეორე - - -რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ? -უკვე 5 წელია. -არ ფიქრობ რომ ეს საკმარისია? -ალბათ არის როცა ასე მიყვარხარ. -მაშინ რატომ შეყოვნდი და გაჩუმდი? -იმიტომ რომ,შენ არ შეყოვნდე,როცა მამაოს შეკითხვაზე უპასუხებ. ... -ისევ მკითხე -ჩემო დედოფალო ცოლად გამომყვები? -დიახ გამოგყვები.დიახ.
*** დიალოგი მესამე (ინტერვიუ) წლების მერე ქორწინებიდან...
-შეიძლება გკითხოთ? -მკითხეთ. -თქვენი ბედნიერი და მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლო რა არის გვეტყვით? -დიახ.ამ კითხვას ალბათ სხვა პასუხებიც ექნება მაგრამ, უფრო კი ის არის რომ,ჩვენი სულიერი სამყარო ბევრი რამით ჰგავდა ერთმანეთს. -რითაც არ ჰგავდა? -დავამსგავსეთ. -გმადლობთ! -იბედნიერეთ!
*** მონოლოგი
ვიცი ერთ დღეს აუცილებლად დავტოვებ ჩემს სხეულს. მაგრამ არასოდეს დაგტოვებ შენ. შენ ჩემს სულს უყვარხარ! სული რომელიც ღვთისაა. ღმერთი ყველა სიკეთის საწყისია...