ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2020


ხსოვნის რაფსოდი

ზოგჯერ ხეტიალა რაფსოდი ვარ,
ვაგროვებ ხსოვნის მელოდიებს.
ეს ხმები როგორი ნაცნობია,
კარი გააღეს და შემოვიდნენ...
სიზმრით გამიხსენა ძველმა სახლმა,
მე კიდევ ფერით და სურნელითაც.
ბავშვობამ მომთხოვა "სახლობანა"
როგორ ვითამაშებთ, სულერთია...
ფიქრები საფოსტო მტრედებივით
ვაფრინე წარსულში გზავნილებით,
სახლები ჩვენსავით ბერდებიან,
ჩვენი სიყვარულით დაღლილები!
როგორ უხაროდა ულეწელას
ცისფრად მოეჩითა მდელოები.
კარგის მოლოდინი გაიწელა,
მე მაინც ბავშვივით ველოდები...
ცხოვრება სულ ერთი გარბენია,
სიხარულიდან დიდ ტკივილამდე!
ტკბილი მოგონების "გარდენია"
ახლა მჭირდება და მიმიყვანე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები