 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2020 |
ერთია ღმერთი! - ასე ვიცოდი. სანამ ვიღაცამ გამოაცხადა - აღმოაჩინე საკუთარ გულში! შეწყდა ძიება და შეწყდა შიში. მაგრამ არავინ უწყის, რაოდენ საფრთხეს წარმოადგენს ეს ყოველივე, მისთანებისთვის, ვისთვისაც ერთ დროს შეიქმნა ხატი.
ვკინკილებ კენტად, მახვევია ათასი ღმერთი, ყველამ იპოვა საკუთარ თავში. გამართვა მიჭირს მოხრილი ქედის, დამალვა მიჭირს ამდენი შიშის. მაგრამ, თუკი ღმერთი სიყვარულია, რატომ განვიცდი მე ასეთ შიმშილს?
აუცილებლად მეწვევა ვინმე პოეზიის ნიჩბის მფლობელი, „სჯულის კანონით“, მიწას გამითხრის მუსიკის ფონზე, მუსიკალური ინსტრუმენტი არ დასჭირდება პატრონსა და მფლობელს ასეთი ნიჩბის. ფრთხილად მიმაწვენს იმ ორმოს ფსკერზე, რიტმულად რომ ამომითხარა, შემომხედავს ღიმილით პირზე და დამანახებს - „ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება“-როგორ! მირჩევს, არასდროს გავბედო სიტყვით გაღება ამ ორი კარის, მოწიწება თანაბრად რომ ეხება ლამის.
მაგრამ ვერ მეტყვის, პოეზიის ამ ლურჯ სავანეს, ლექსი თუ აღმაფრენაა, მე როგორი გულით მითხრის სამარეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესო რამეა. ქაოსური კია , მაგრამ მოწესრიგებული ქაოსი. ++ საინტერესო რამეა. ქაოსური კია , მაგრამ მოწესრიგებული ქაოსი. ++
2. მადლობა, ფლორენცია, ყველასთვის რომ გყოფნის დრო და დადებითი ემოციები. არ გაგნელებოდეს :-* მადლობა, ფლორენცია, ყველასთვის რომ გყოფნის დრო და დადებითი ემოციები. არ გაგნელებოდეს :-*
1. ღმერთი მოკვდა ღმერთი ჩვენშია,სანამ ჩვენშია ის სიყვარული,რადგან ისაა თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე. აბდა და უბდაო? არა გენაცვალე,არამც და არამც და თუნდაც ვინმემ რომ გათხაროს ნიჩბით სამარე,ზოგჯერ სამარე სჯობს მოძველებულ დამპალ ,უსარგებლოდ მიგდებულ ნიჩაბს!❤
ღმერთი მოკვდა ღმერთი ჩვენშია,სანამ ჩვენშია ის სიყვარული,რადგან ისაა თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე. აბდა და უბდაო? არა გენაცვალე,არამც და არამც და თუნდაც ვინმემ რომ გათხაროს ნიჩბით სამარე,ზოგჯერ სამარე სჯობს მოძველებულ დამპალ ,უსარგებლოდ მიგდებულ ნიჩაბს!❤
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|