N ტყის მმართველი დათუნა უეცრად გარდაცვლილიყო, იმ ტახტის დასაკავებლად ამბავი ატეხილიყო...
მის ვაჟიშვილსაც, დათუჩას, უნდოდა მამის ადგილი, მეტოქეებთან ბრძოლა კი სულაც არ იყო ადვილი.
ტყეშიაც დემოკრატიას რომ ვეზიაროთ, დროაო, ვინც არჩევნებში მოიგებს, ადგილზეც იგი მოვაო.
მგელი,მელა და ტურაც კი იმ ადგილისთვის იბრძოდა, ჰო და ყოველი მათგანი ათას სიფლიდეს იქმოდა.
ყველას მელიამ აჯობა, კარდაკარ ჩუმად ირბინა, ხმის მისაცემად მხეცები თავისკენ გადაიბირა.
იმ გულუბრყვილო დათუჩას, არ შეისმინეს მუდარა. „ფლიდობით მომერიაო“, მელას დაუწყო მუქარა.
მაგრამ ვერა რა გააწყო, მელა უკვეა მმართველად, დაცვა დაყვება დარაჯად ტყეშიც,გზებზეც და მთა-ველად.
სამწუხაროა, რომ ხშირად უღირსს ერგება ადგილი, დემოკრატიის გაგება მართლაც არაა ადვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კარგია :) 5 კარგია :) 5
11. ან ნაკლებად ესმით?:D
5 ან ნაკლებად ესმით?:D
5
10. შეიძლება პოლიტიზირებულია,მაგრამ გგონიათ ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკა?:) შეიძლება პოლიტიზირებულია,მაგრამ გგონიათ ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკა?:)
7. ძალიან პოლიტიზებული არაა, ბავშვებისთვის? :) ძალიან პოლიტიზებული არაა, ბავშვებისთვის? :)
5. მეც ეგ უნდა მეთქვა რაღა საბავშვო :) 5 მეც ეგ უნდა მეთქვა რაღა საბავშვო :) 5
4. ხო, საბავშვო კი არა და მაგარი აზრი დევს ქ-ნო მანანა, ალეგორიებიიიიიიი :) ხო, საბავშვო კი არა და მაგარი აზრი დევს ქ-ნო მანანა, ალეგორიებიიიიიიი :)
3. ქალბატონო მანანა.მოგიკითხეთ თქვენ და ლიკა დიდი სიყვარულით... ქალბატონო მანანა.მოგიკითხეთ თქვენ და ლიკა დიდი სიყვარულით...
2. აზრი გავიგე და არასაბავშვო იყო :) აზრი გავიგე და არასაბავშვო იყო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|