ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2020


დანაკარგი

ნეკის ხელა ამბები გროვდებიან გულში,
იწყებენ ხმაურს, აღმოცენებას.
ყურადღებით მოუვლი - სხვა ნაყოფს გაძლევს,
თუ არა და ისე ველურდება,
როგორც უნაბიჯო ნასახლარი.
ორივე შემთხვევაში ამას ღიღინებ:
რაც იყო და არ იყო,
ხმებს ვარჩევდი კარიდან.
შრიალებდა მოთმინება
იმ მესამე თვალიდან,
რომელიც არ განვითარდა,
რომლის გამოც ვიგემე
ამ ამბების გადაზიდვა
იმ ნავით და იმ გემით,
სხვას რომ ხშირად ჩაეძირა,
შენ რომ გეპატარავა.

4 სექტემბერი 2020 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები