| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2020 |
(17 წლის შესრულებასთან დაკავშირებით!)
------------------------------------------------------------
მამაშვილობის წმინდა ვალი და
მშობლის ფუნქცია-მალაპარაკებს!
სულ არ დაგიწყებ,მორალის კითხვას,
არც მოგიყვები ბრძენთა არაკებს!
შენი თაობა,თავისით მივა,
საკუთარი გზით სავალ ტაძართან,
მე მხოლოდ გეტყვი,იმ კაცის სიტყვას,
ამ სიარულში რომ თქვა,-"დაზამთრდა!"...
რომელმაც განვლო საკმაოდ ბევრი
და დარჩა ალბათ,ძალიან ცოტა,
სულ ყველა მამა(ასეა,შვილო!)
მოყმის "ტაატზე" დარდობს და შფოთავს...
აღმართზე ასულს,მოკლე აქვს განი,
და იმავ სიგრძის დაღმართი ელის!
ასვლის ჟამს მართებს იმაზე ფიქრი,
-ჩამოსვლა გახლავს ასვლაზე ძნელი...
ზემოთ მიმავალს მტკიცე ზურგი აქვს,
ბიძგს და ხელის კვრას არვინ გამადლის,
ვიღაცა,შენზე ადრე ასულმა,
არ დაგიტოვა სათოხნ-სამარგლი...
განში სიარულს რა უნდა მამა!
მუხლგამართული მტკიცედ დადიხარ...
ვინც პატივი გრგო აღმა ცოცვაში,
შარავანდედად თავზედ ადგიხარ...
ის,კი? მშვიდად მკის თავის დათესილს,
და იმის ფიქრი სულ არ "აწუხებს",
დაღმართზე,როცა დაეშვები და
ცხოვრება მოგდებს საცეც-მარწუხებს...
ამიტომ გმართებს დროულად ფიქრი,
სანამ "საფიქრი" გამარტივდება..
ყვავილი სურნელს მაშინაც აფრქვევს,
როს ამწვანდება და იკვირტება...
წინ ბევრი რთული გამოცდა გელის,
(ვიცი,რომ ესეც გჯერავს "მარტივად")
არადა,არის ძალიან ძნელი,
იმის გაგება,ვის რა "კარტი" აქვს,-
იმ თამაშის დროს,შენ რომ დაიწყებ,
(მოხდება,ალბათ,ადრე თუ გვიან)
უნდა მოიგო შენ იმ "თამაშში",
რომელ თამაშსაც ცხოვრება ქვია...
ოღონდაც,არა ჩვეული "ხერხით",
რომელიც ყველამ ზეპირად იცის...
რომელსაც ახლავს პირფერობა და
"სულ ყველაფერზე" ბრიყვული ფიცი...
კაცის სახელის მოხვეჭა შვილო,
საძნელოა და მძიმე ხვედრია,
თუმცა,თუ შეძლებ ფონის მონახვას,
"მშრალ ფეხებს" ვეღარ დაგაყვედრიან...
ხვალიდან ათვლა გეწყება,მამა!
ახალი დროის ვნებათაღელვამ,
რომ არ გაცდუნოს,არ ჩაგითრიოს
და შუა გზაზედ დაგზაფროს ელვამ,
გახსოვდეს,მუდამ,ჩემი სიტყვები,
მშობელის ნათქვამს მოსმენა უნდა...
შენ "უძლეველი" მაშინ იქნები,
რომ არ იქნები "სახარჯი ხურდა"...
სულ ყველა ვალის მოგიწევს მოხდა,
რაც მოკვდავისთვის დაწესებულა,
იმ ერთის გარდა,რომელის მსგავსიც,
სხვა ვალი ქვეყნად არ არსებულა!
დროულად მმართებს ამისი ახსნაც,
(არ მეძნელება თქმა და გამხელა)
ამ მოუხდელ ვალს შენც დარწმუნდები,
სამშობლოს ვალი ქვია სახელად!
წინ იყურე და უმზირე შორეთს,
(სანამ დრო შეძლებს მოსვრა-ხელყოფას...)
შენ მუხათგვერდში წოლა თქვი,თორემ,
კუკიას?მისი მკვდრებიც ეყოფა!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი საჩუქარია , ალექსის ყველაზე კარგ სურვილებს ვუგზავნი. კარგი საჩუქარია , ალექსის ყველაზე კარგ სურვილებს ვუგზავნი.
2. უბრალოდ, ადამიანურად, საგულისხმოდ...
ჩემს ვაჟსაც ალექსი ჰქვია :)
უბრალოდ, ადამიანურად, საგულისხმოდ...
ჩემს ვაჟსაც ალექსი ჰქვია :)
1. გამორჩეულ თემებზე წერთ. + გამორჩეულ თემებზე წერთ. +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|