ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შმაგი ძია
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2020


ოქტომბრისფერი

ქარმა მოიტანა ნამქრად უცხო თოვლი,
ღმერთო, მეათასედ ბედი ხომ მოგანდე,
მაგრამ უძლური ვარ როგორც ხის ფოთოლი,
ფერიცვალებიდან სვეტიცხოვლობამდე.

ჩემი ლექსებია რასაც თავად ვქმნიდი,
მინდა ვიფიქრო რომ აღარ მიღალატებ,
ჩვენში სხვაობაა ისეთივე დიდი
როგორც და ვინჩიდან პაპა ნიკალამდე.

ჩემი ნება თუა აქ მე არ დავრჩები,
რადგან იყურება ყველა იარაღზე,
ტყვიას გესვრიან და თუ კი გადარჩები,
მერე დაგაყრიან მარილს იარაზე.

ახლა უფრო მიჭირს ვიყო გონიერი,
სხვა გზა ავირჩიო ალბათ გვიანია,
ჩემში შხამიანი სახლობს მორიელი,
მაგრამ უმეტესად ადამიანია.

სიკვდილს დავემსგავსეთ დღემდე ვინც მოვედით,
ყველას ვაპატიე, არსად მიომია,
თუმცა გულს მიბრაზებს ყველა ის პოეტი
ვისაც გონია რომ გალაკტიონია.

თქვენთვის უცნობია კროულ ალისტერი,
ჩემში კი დატოვა ზიზღის ისტერია,
სხვებში დიდი დოზით ჭარბობს ვარდისფერი
ჩემში უმეტესად ოქტომბრისფერია.

შმაგი წიკლაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს