| ავტორი: რარარა ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2020 |
მიჩდება სურვილი დაგტოვო. წავიდე. იქ სადაც ტოროლას დილიდან უცვდება ნისკარტი, ხეზე, რომელსაც მერქანი, ბარძაყის ძვალივით სქელი აქვს. ანდა წავიდე, ვიგმირო, დავირქვა იქნებ ტარიელ, ეჭვი მაქვს, ეს ჩემი სურვილი, სიტყვად დარჩება (რითმისთვის ვითომ) ცარიელ. ფანჯრიდან ვუყურებ ხეები, ფოთლებს ამგზავრებენ, თბილ ქვეყნებს, გავყვები. ისევ ის სჯობია. მეც, მაგათსავით, შემდეგ გაზაფხულს დავბრუნდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაღაცნაირად ანიმაციური ლექსია, კადრებიანი.
რაღაცნაირად ანიმაციური ლექსია, კადრებიანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|