| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 11 სექტემბერი, 2020 |
განა მარტო წვიმისა და მზიანეთის ადგილია? სიყვარულის გამჟღავნება,აქ ყველაზე ადვილია! ვინა სთქვა რომ მირაჟია,მოდით, ნახეთ! ნამდვილია! პოეტების საუფლოა! მუზით "გადაბარდნილია"! უხსოვარი წარსული აქვს...ძველთაძველი "ოლიმპოა", პატივი და სიყვარული,ვისი აღარ მოიპოვა? საქართველოს ედემია,წალკოტი და ბაღნარია! ღვთის ნახარი ვენახია,დაბლარი და მაღლარია! ბათუმ ქალაქს -დედაქალაქს,-მშობლიური აჭარისას! ქვეყნის სახედ რომ ქცეულა,მოკრძალებულ სამშვენისად! ლექსად თქმული მიმიძღვნია,-სახვალიო სამღერისად! ჩემი დიდი თაყვანცემა,მოსაკითხად გამზრდელისა! რაც არ უნდა მოხდეს ქვეყნად,(რაც ენებოს ბედისწერას) "მარადიულ რომის" მსგავსად ბათუმისთვის დაიწერა, მანამ ევლოს შენს მიწაზე უფლის მიერ ნალოც ქართველს სასიკეთოდ მოსულ მოყვასს,ძმურად ხელს რომ ჩამოართმევს! სიყვარულის გამჟღავნება,აქ ყველაზე ადვილია! მოდით,ნახეთ ღვთის საუფლო,ზეციური ადგილია! განა მართლა მირაჟია,რეალურად ნამდვილია! პოეტების ქალაქია! მუზით "გადაბარდნილია"!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|