ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2020


ამ დროს იციან!

ბოლო დროს თავს  კიხოტივით ვგრძნობდი,
ათას მობრეცილ წისქვილს ვებრძოდი.
სანჩოს ვინ ჩივის,
ან დულსინეას?!
ქალი მაინც არ ვყოფილიყავი
ამ გაგანია პატრიარქატში.
არავისთვის მყავდა ურჩხულები ამოსახოცი,
არავინ ითხოვდა ჩემს გმირობას
და მაინც!

სამშობლო ის მოცულობა
არაა მხოლოდ,
სახელმწიფო საზღვრები რომ
ჯერ კიდევ იტევს,
არამედ ყველა ის ტერიტორია,
სადაც  სიცოცხლე სუფევს.
მაგრამ ეს რომ გაიგო,
უნდა გიყვარდეს.

როგორ ზიზღს შეიძლება  უცებ გამოვკრა ხელი?!
მაგრამ აღარ მაწუხებს.

ვამბობთ ,
სიყვარული გვაკლია
და სწორედ ამიტომ მოჭარბებულან:
ყალბი, უსიცოცხლო ოჯახები,
ცეცხლწაკიდებული შეყვარებულები,
ყელგამოჭრილი ყოფილი ცოლები,
თვითმკვლელი თინეიჯერები.
არადა,
როცა სიყვარულზე ლაპარაკს ვიწყებ,
თვალების გაფართოვებას ვამჩნევ
მას, ვინც მისმენს,
ხოლო დანარჩენს,
ვისაც შემთხვევით ესმის,
ყბა უვარდება:
„სექსი? რა სექსი?“-
გამომეტყველებით.
ეს სანამ ბინდი გადაივლის გაუგებრობის.
მერე კი,
საათზე ღიმილით დაიხედავენ:
- „ამ დროს იციან!“

უცნაურის სახელს შევეჩვიე,
აკი უკვე ვთქვი, -
არ მედარდება.

გზა არ არის დიდი.
დიდიც რომ იყოს,
არსად,
არასდროს მივყავართ წრეებზე სირბილს!
არ ვიქნებოდი მართალი,
ეს რომ არ მეთქვა
და მხოლოდ ამიტომ ვყვირი: -
სიყვარული უპირობოა!
უპირობოდვე გადამრჩენი!

აქამდე მეგონა
ყველაფერი იმის ბრალი იყო,
რომ საკუთარ თავს მილიმეტრით ვერ ვშორდებოდი.
ახლა ვიცი,
თუ შიგნით არ ვარ ჩაბრუნებული
მაინც ვერაფერს ვამბობ.

ჩემი დამარხვა არც უფიქრიათ,
სხვებს რომ მარხავდნენ
მეც მიმაყოლეს,
თორემ განა მამჩნევდნენ.
მკვდრის ამდენი ლაპარაკი 
ვის გაუგია?
თან, ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად.
ინერციას რა ვუთხარი თორემ,
ვცდილობ გავჩუმდე
და არ გამომდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები