| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2020 |
წლები წუთებად მიჰქრიან, დავბერდი,აბა,რა ვქენი... წუთისოფელი ფიქრია,- რა ვქენი,ან რა არ ვქენი! არც ქორბუდა ვარ,- ირემი! ჯილღაც გამიცვდა-სარქენი! მუხლს ვეღარ გაუკვალია, თოვლის ფიფქი და ნამქერი! სახეს ნაოჭი მიღარავს, თავს დამტყდომია ლანქერი! რა მნიშვნელი აქვს წიქარავ! ან ჭვავი სჭამე ,ან ქერი!... ერთი,რაც დღემდე შემომრჩა, ჯეელი,უბერებელი!-- გული,საგულეს მომწყდარი... უძღები თვალის მხლებელი! სულ ყველა მოისაკლისა, სიბერემ,-სულის იარამ! მგლის მუხლას ვინ შეეკითხა,- რა აღმართები იარა? რა ხევ-ხუვები დალაშქრა, რა მთები გადაიარა... ისეთ კლდეკარზედ ავიდა, სხვას რომ არ უნახია რა! მშვიდობით,გარიჟრაჟზედა ყივილო მთიელ მამლისა! იმედო!ჯეელობისა! უდარდო მომავალისა! გულმა ვერ გამოგიტირა, სულმა ვერ მოგისაკლისა! დღეები სწრაფად მიჰქრიან... დავბერდი...აბა,რა ვქენი? მიმაცილებენ ფიქრები: -რა ვქენი...ან რა არ ვქენი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|