ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2020


ორი მარიამი, ორივე ლეიკემიით გარდაიცვალა, 23 წლის და 33 წლის, ორი თვის შუალედში, ორივემ გული ჩამწყვიტა და დამადუმა.

ღვთისმშობელო მარიამ,
რისთვის გჭირდებოდა  შენი მოსახელე
ორი უმწიკვლო,
ჯერ დედობაგამოუცდელი
ჯერ  სიყვარულით  დაუნაყრებული
ვერც სიცოცხლით  გამძღარი
ყვავილივით  ლამაზი და
ნიჭით გამორჩეული გოგონები?

ალბათ  უდედო  ბავშვები  გყავს გასაზრდელი,
ის  პატარები,
დედებმა რომ სიცოცხლე მოუსწრაფეს,
მათი დაბადება რომ დაიზარეს,
და  დღეები  დაუმოკლეს.

თუ მათ გასაზრდელად გჭირდებოდა
ჯერ დედობით დაუღლელი
გოგონები,
მხოლოდ ამ დროს გავჩუმდები,
წყალს ჩავიგუბებ და
ჩემი ორი მარიამის
წაყვანას გაპატიებ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები