 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 15 სექტემბერი, 2020 |
ზამთარი მოდის, აქედანვე ჩურჩულებენ ფერდაკარგული ფოთლები, ზამთარი მოდის, კანკალებენ სუსტი ტოტები. ყურებში ოდნავგასაგონად ჩამესმის კაფვის და ხერხვის ხმა და ბოლოს, უფრო მკვეთრად - პობის. ნაჯახის ღონიერი მკლავებით ქნევას უფრო მალე მოჰყავს ზამთარი. სუსხი უფრო თამამად იპარება ძვლებში და ნესტიც მეტ ადგილს პოულობს მოსაკალათებლად, უფრო მყუდროა ასეთი მკლავები, უფრო მარტივია მათი გახლეჩა. შინ შედი მოხუცო, ჩურჩულებენ ნამცეცა ჩიტები, შინ შემოდი, ჩემთან გაითბე ჭრაჭუნა გვერდები, შიშინებს ლეჟერი შეშა ბუხრიდან.
გაზაფხულზე მოვიდნენ, ნოტიო ქარს გამოყვნენ და ერთი კვირა აშენეს მერცხლებმა ბუდე, ვერაფრით მიუდგნენ ელექტროსადენებით დახუნძლულ კედლებს. ბუდისთვის განკუთვნილი მიწა ძირს იყრებოდა, ტალახს ამაოდ, მაგრამ მაინც ეზიდებოდნენ, სანამ საყრდენი არ მივუჭედე. ორნი იყვნენ, ცოლი და ქმარი, მალე დასრულდა მშენებლობა და მათი ფრთების შრაშუნიც მიყუჩდა. შინ თბილად ჯდომის, კვერცხების დადების და ბარტყების გამოჩეკვის ნაცვლად, ბუდეში სიცარიელემ დაიბუდა, ერთ-ერთი მერცხალი გარდაცვლილი ვიპოვე, მეორემ კი არ ისურვა ცალი კედელი ყოფილიყო და ახალი სახლიდან კვლავ სიცარიელეში გაფრინდა. რატომ გადწყვიტეს მერცხლებმა ელექტროსადენებზე ბუდის მიყრდნობა?! სიკვდილის შემდეგ მერცხლებიც ცაში მიფრინავენ? ალბათ, არასდროს აიშენებენ ბუდეს და დაკარგულ ქმრებსა და ცოლებს ღია სივრცეში მოძებნიან.
ზამთარი მოდის, ჩურჩულებენ ფერმკრთალი ფოთლები და გაზაფხულის, ჯერაც კვირტობის ამბები აღარც ახსოვთ. სად ხარ მერცხალო? გაფრენამდე შენს ძველ ბუდეში არ შემოივლი?
შინ შედი მოხუცო, შენც ალბათ, ცალი კედელი ხარ, ამიტომ გიჭირს გვერდების გათბობა, ჩურჩულებს ქარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჩემთან ცარიელი დარჩა. ჩემთან ცარიელი დარჩა.
7. დამასევდიანა. მეც დამხვდა, ამ გაზაფხულზე, სანახევროდ აშემებული ბუდე კარის კუთხეში. არ დაასრულეს ისე წავიდნენ.
ზამთარს ველოდები.
5. დამასევდიანა. მეც დამხვდა, ამ გაზაფხულზე, სანახევროდ აშემებული ბუდე კარის კუთხეში. არ დაასრულეს ისე წავიდნენ.
ზამთარს ველოდები.
5.
6. საერთოდ ვერაფერში ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ მადლობა ვრცელი კომენტარისთვის.
არანაირი კავშირი არ აქვს ამ სათაურს სამეფო კარის თამაშებთან და ვერანაირი კადრი ვერ წაყვება, ჩემი აზრით. დანარჩენი კი, თქვენი ნებაა, ვინ რას აღიქვამს პოეზიად მე ვერ შევედავები. ამ საიტზე გამოქვეყნებული ნაწერების 90% ჩემთივს პოეზია არ არის, სულ რამდენიმე ავტორია, რომელიც გამოძვრა ფორმის და მხატვრული ბორკილების ტყვეობიდან და მათი წაკითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვცდილობ, მეც ისევე მივიღო და მივაღებინო მკითხველს სიამოვნება ჩემი ნაწერისგან, როგორც ის ავტორები ახერხებენ ამას, რომელთა წასაკითხადაც მაინდამაინც ეს პლაფორმა არც კი მჭირდება, სხვაგან უფრო მარტივად ვპოულობ. მოკლედ, მადლობა. საერთოდ ვერაფერში ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ მადლობა ვრცელი კომენტარისთვის.
არანაირი კავშირი არ აქვს ამ სათაურს სამეფო კარის თამაშებთან და ვერანაირი კადრი ვერ წაყვება, ჩემი აზრით. დანარჩენი კი, თქვენი ნებაა, ვინ რას აღიქვამს პოეზიად მე ვერ შევედავები. ამ საიტზე გამოქვეყნებული ნაწერების 90% ჩემთივს პოეზია არ არის, სულ რამდენიმე ავტორია, რომელიც გამოძვრა ფორმის და მხატვრული ბორკილების ტყვეობიდან და მათი წაკითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვცდილობ, მეც ისევე მივიღო და მივაღებინო მკითხველს სიამოვნება ჩემი ნაწერისგან, როგორც ის ავტორები ახერხებენ ამას, რომელთა წასაკითხადაც მაინდამაინც ეს პლაფორმა არც კი მჭირდება, სხვაგან უფრო მარტივად ვპოულობ. მოკლედ, მადლობა.
5. თავს უფლებას მივცემ და კრიტიკული თავლით გავაანალიზებ ტექსტს :)
"ზამთარი მოდის"... სათაურმა "სამეფო კარის თამაშები" გამახსენა და ვისაც ეს სერიალი უყვარს, ვფიქრობ, ტექსტის ბოლო მარცვლამდე ვინტერფელის კადრი წაყვება. ამიტომ, ჩემი აზრით, ისეთი ფრაზის სათაურში გატანა, რომელიც კონკრეტულ მოვლენასთან ასოცირდება არამომგებიანია.
ახლა თავად ტექსტი... უამრავჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვერლიბრი საკმაოდ საინტერესო გადმოცემის ხერხია. როგორც ინგლისელი იმაჟისტები ამბობენ (პერიფრაზს გავაკეთებ): "ვერლიბრი არის სინამდვილის ემოციურად, შეულამაზებლად გადმოცემის საშუალება". თუმცა ვერლიბრი ლექსი, პოეზიაა...
მე-9 კლასის სახელმძღვანელოში გაშიფრულია პროზაული ხერხები... კვანძის შეკვრა, პრობლემის დასმა, მისი გადაჭრა, კვანძის გახსნა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პროზისათვის დამახასიათებელი მოვლენები და ტექსტი რაც არ უნდა მხატვრული სახეებით იყოს გადმოცემული, თუ ზემოხსენებულ ასპექტებს შეიცავს, მაგალითად, როგორც ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", მაინც პროზაა. ვერლიბრი არის ძალიან სახიფათო, იმ კუთხით, რომ, შეიძლება ერთმა წინადადებამაც კი წაიყვანოს პროზისკენ და მიუხედავად ბევრი მხატვრული ხეხისა (პოეტური სახეებისა), პოეზია არ გამოვიდეს. ეს ნაწერი არის ძალიან ემოციური, სიღრმისეული, აქვს ყველა ის ასპექტი, რაც ზემოთ დავწერე... არაჩვეულებრივად წაიკითხება, თუ წინადადებებს ჰორიზონტალურად განალაგებთ, მაგრამ პოეზია არ არის, ჩემი აზრით. თავს უფლებას მივცემ და კრიტიკული თავლით გავაანალიზებ ტექსტს :)
"ზამთარი მოდის"... სათაურმა "სამეფო კარის თამაშები" გამახსენა და ვისაც ეს სერიალი უყვარს, ვფიქრობ, ტექსტის ბოლო მარცვლამდე ვინტერფელის კადრი წაყვება. ამიტომ, ჩემი აზრით, ისეთი ფრაზის სათაურში გატანა, რომელიც კონკრეტულ მოვლენასთან ასოცირდება არამომგებიანია.
ახლა თავად ტექსტი... უამრავჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვერლიბრი საკმაოდ საინტერესო გადმოცემის ხერხია. როგორც ინგლისელი იმაჟისტები ამბობენ (პერიფრაზს გავაკეთებ): "ვერლიბრი არის სინამდვილის ემოციურად, შეულამაზებლად გადმოცემის საშუალება". თუმცა ვერლიბრი ლექსი, პოეზიაა...
მე-9 კლასის სახელმძღვანელოში გაშიფრულია პროზაული ხერხები... კვანძის შეკვრა, პრობლემის დასმა, მისი გადაჭრა, კვანძის გახსნა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პროზისათვის დამახასიათებელი მოვლენები და ტექსტი რაც არ უნდა მხატვრული სახეებით იყოს გადმოცემული, თუ ზემოხსენებულ ასპექტებს შეიცავს, მაგალითად, როგორც ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", მაინც პროზაა. ვერლიბრი არის ძალიან სახიფათო, იმ კუთხით, რომ, შეიძლება ერთმა წინადადებამაც კი წაიყვანოს პროზისკენ და მიუხედავად ბევრი მხატვრული ხეხისა (პოეტური სახეებისა), პოეზია არ გამოვიდეს. ეს ნაწერი არის ძალიან ემოციური, სიღრმისეული, აქვს ყველა ის ასპექტი, რაც ზემოთ დავწერე... არაჩვეულებრივად წაიკითხება, თუ წინადადებებს ჰორიზონტალურად განალაგებთ, მაგრამ პოეზია არ არის, ჩემი აზრით.
4. ჰომ. ჯერ სხვა მერცხლები ცდილობდნენ ბუდის წართმევას, როგორც იქნა გავრეკეთ თუმცა მეორე დღეს ერთი გარდაიცვალა :))))
ლექსი კარგია +5 ჰომ. ჯერ სხვა მერცხლები ცდილობდნენ ბუდის წართმევას, როგორც იქნა გავრეკეთ თუმცა მეორე დღეს ერთი გარდაიცვალა :))))
ლექსი კარგია +5
3. სამახარობლო გეკუთვნით ჩემგან- ზამთრისქალისგან :)
მერცხლების ამბავი რა გულსატკენი იყო :(
სამახარობლო გეკუთვნით ჩემგან- ზამთრისქალისგან :)
მერცხლების ამბავი რა გულსატკენი იყო :(
2. ავტორო შეგვარგე შემოდგომა, გვაცალე, ძამთარი მოდის, აბა რავა არ უნდა მოვიდეს? ტრიალებს, ტრიალებ დედამიწა ტრიალებს, აბა როგორ?! ავტორო შეგვარგე შემოდგომა, გვაცალე, ძამთარი მოდის, აბა რავა არ უნდა მოვიდეს? ტრიალებს, ტრიალებ დედამიწა ტრიალებს, აბა როგორ?!
1. პ.ს. ლეჟერი(მეგრ.) - სველი. პ.ს. ლეჟერი(მეგრ.) - სველი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|