 | ავტორი: თორნიკეე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 სექტემბერი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-ნახე რა ლამაზია... -აუ, დაიწყო... -როგორ უხდება წითელი კაბა... -კაი მორჩი ოცნებას შეჩემა, შეხედე იმას და მერე შენსთავს შეხედე... რას გავხარ... სად ის და სად შენ... თან საერთოდ განსხვავებულები ხართ და თქვენ ერთად ყოფნა არ შეიძლება... შენ ჭიაყელა ხარ, ერთ დღესაც შეიძლება რომელიმე ქათამმა შენით წიწილები გამოკვებოს, ან შავმა გივიამ ანკესზე წამოგაცვას და თევზების ლუკმად გაგქციოს... -შენ ხო რას ამბობ, ვერავინ დამიდგება წინ, ის ოდესმე ჩემი გახდება და ისე შემოვეხვევი, რომ შეიძლება გავგუდო... თქვა ეს და გააგრძელა ფიქრი და ოცნება ჭია"ყელამ" - ჭია"მაიაზე"... მის ფიქრებს და ოცნებას საზღვრები არ ქონდა... წარმოდგენილი ქონდა როგორ იმოგზაურებდნენ ციცო ბებოს ბაღში ერთად და მის ყველა კუთხე კუნჭულს ნახავდნენ... ხან კაკლის ხეზე ჩამოსხდებოდნენ და მზის ამოსვას, ან ჩასვლას უყურებდნენ, ხან ბლის ხეზე შეექცეოდნენ გემრიელ ბალს და ა.შ... დღეები ერთმანეთს გავდა... ჭიაყელა დილას ადრე დგებოდა, მიწიდან ძვრებოდა და ყველაზე მაღალ ხეზე ადიოდა და ადიოდა იქამდე, სანამ ბაღში ჭიამაიას არ მოჰკრავდა თვალს და მისი ცქერით არ დატკბებოდა... მისვლასაც ვერ ბედავდა, ის ხომ უბრალო, წვრილი, გრძელი ყავისფერი ჭიაყელა იყო... აი უკვე მარამდენე დღე გათენდა და ჭიაყელამ ყველაზე მაღალ ხეს მიაშურა... ავიდა პირველ ტოტზე და გადმოიხედა - ვერ დაინახა... ავიდა მეორეზე - ვერ დაინახა და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ სულ კენწეროში მოექცა და მაინც ვერ შეძლო მისი დანახვა... სასოწარკვეთას მიეცა, დაბლა ჩამოვიდა და ყველას მასზე ეკითხებოდა ხომ არ გინახავთო... ჭიამაიას ასავალ-დასავალი კი არავინ იცოდა... მეორე და მესამე დღემაც უკვალოდ განვლო, ვერ იპოვა... გავიდა რამოდენიმე ხანი და ჭიაყელამ თავის საყვარელ ხეს მიაშურა, საყვარელ ტოტზე ჩამოჯდა და ნაღვლიანად ჩაფიქრდა... უცებ გვერდით ვიღაც მიუჯდა, მისი მეგობარი მატლი... - როგორ ხარ ჭიავ? - როგორ ვიქნები... - კარგი რა, არ იყავით ერთმანეთის შესაფერისები ხომ იცი, მშვენიერი ჭიაყელები გყავთ თქვენთან და ჯობს შენი შესაფერისი აარჩიო... შვილებიც გეყოლებათ და ყველაფერი... - ეჰჰ... - რა ეჰჰ, კარგი რა ზედმეტები მოგდის უკვე... შენ ჭია"ყელა" ხარ, ის ჭია"მაია"... გესმის? ყელა და მაია... ისეთი სასაცილო სახელი გაქ ვინმემ არასწორად რომ დაწეროს გამოვა ყლ**... ეს ხუმრობა უკვე ნამეტანი იყო ჭიახელასთვის და მკვახედ მიაძახა: - შენ ვის რას ეუბნები?! "მატლო"! მატლი ჩაფიქრდა, მართლაც დიდი შეცდომა დაუშვა... პირველ რიგში მეგობარს აწყენინა და მეორე რიგში თავის "მატლობაზე" არასდროს უფიქრია... მატლი მიხვდა, რომ მეგობარს არასდროს არ უნდა აწყენინოს და არასდროს არ უნდა მიატოვოს, არც ჭირში და არც ლხინში...
რამოდენიმე დღის შემდეგ მატლმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ჭიაყელას ბოდიში მოუხადა... ჭიაყელას თვალზე ცრემლი მოადგა და ჩაეხუტა თავის ერთგულ მეგობარს... მიხვდა რომ ისიც სტყუოდა და არ უნდა გაეხედა გვერდით...
ამ დღის შემდეგ ჭია"ყელა" და "მატლი", მათი არსებობის ბოლომდე მეგობრულად ცხოვობდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთმანეთისტვის გული არ ეტკინათ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პირველ კომენტარს 100 % ვეთანხმები . პირველ კომენტარს 100 % ვეთანხმები .
2. დედააზრს არაფერი აქვს საერთო საბავშვო პროზასთან... შელამაზება ნამდვილად სჭირდება... დედააზრს არაფერი აქვს საერთო საბავშვო პროზასთან... შელამაზება ნამდვილად სჭირდება...
1. კარგად ვერ მიგხივდით (: თავიდან "ჭიაყელა" რომ უწოდა მეგონა ორი ადამიანი საუბრობდა და "ჭიაყელა" უბრალოდ დასამცირებლად დაუძახა. თურმე არა, ნამდვილი მწერების საუბარი ყოფილა. ცოტა დამაბნეველი იყო. უცენზურო სიტყვები, რომ არა(რომელიც ჩემი აზრით, არ მოუხდა) და ოდნავი ტექსტის შელამაზება, შეიძლება საბავშვო პროზა გამოსულიყო. უცენზურობამ კი ზრდასრულების საკითხავად აქცია. კიბატონო, ცხოველთა სამყაროს გაპიროვნებითა და ბაშვური ფონით ბევრ მწერალს მოუტანია ზრდასრულ ადამიანებამდე სათქმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეის მკითხველამდე მიწოდების ტექნიკა მებანალურა. ბოლოსკენ ლამის ცერა თითის წოვა დავიწყე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცოტა უცნაური სინთეზი იყო, ვერ შევათანხმე. წარმატებები. ვფიქრობ, უკეთესად შეგიძლიათ. კარგად ვერ მიგხივდით (: თავიდან "ჭიაყელა" რომ უწოდა მეგონა ორი ადამიანი საუბრობდა და "ჭიაყელა" უბრალოდ დასამცირებლად დაუძახა. თურმე არა, ნამდვილი მწერების საუბარი ყოფილა. ცოტა დამაბნეველი იყო. უცენზურო სიტყვები, რომ არა(რომელიც ჩემი აზრით, არ მოუხდა) და ოდნავი ტექსტის შელამაზება, შეიძლება საბავშვო პროზა გამოსულიყო. უცენზურობამ კი ზრდასრულების საკითხავად აქცია. კიბატონო, ცხოველთა სამყაროს გაპიროვნებითა და ბაშვური ფონით ბევრ მწერალს მოუტანია ზრდასრულ ადამიანებამდე სათქმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეის მკითხველამდე მიწოდების ტექნიკა მებანალურა. ბოლოსკენ ლამის ცერა თითის წოვა დავიწყე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცოტა უცნაური სინთეზი იყო, ვერ შევათანხმე. წარმატებები. ვფიქრობ, უკეთესად შეგიძლიათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|