ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
21 სექტემბერი, 2020


ჯორაბუზისებრნის სახარებაი

1. მიყვარს ჭერის კუთხეში უაზროდ ბზრიალი და ტუალეტის სინესტეში ძილი.
2. მიყვარს წვიმის ხმაური.
3. როცა ადამიანებს ვუყურებ, როგორ შეუძლიათ მთელი დღე მიაშტერდნენ ჩემთვის გაუგებარ ნათებას ყუთში, მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომ ჭერის კუთხეში ჩემი ბზუილ-ბზრიალი, უაზრო არ არის.
4. ჩემი მეგობარი, ბუზარასებრნი, თვლის, რომ ზეციური ფრთები აბია. გულის სიღრმეში მეც ასე ვთვლი, მარა ბუზარასებრნი მარწმუნებს, რომ ვცდები, იმიტომ, რომ თავად ცდება.
5. მთელ ამ საბუზანკლეთში, ყველაზე უცოდინარე ბუზი მე ვარ, და მხოლოდ ამ მიზეზით, - ყველაზე ჭვკიანი.
6. ცათამბჯენები ჩემთვის მტვრისა აგურების ფენაა, განსაკუთრებული არაფერი. თქვენ ჩვენი მძღნერის გროვები უნდა ნახოთ.
7. ჩემი შვილი შენ მოკალი, როცა ჭერის კუთხეში ბზრიალ-ბზუილს იყო მიცემული, მერე ფინჯანიდან ყავა მოსვი, წამოწექი და კითხვა განაგრძე.
8. გუშინ ძაღლის ბეწვზე წამოგორებული რწყილი შევახრამუნე, ისიც ვიღაცის შვილი იყო, მერე წავედი, ჩემ ნეხვში ჩავგორდი და კარგად ჩავთბი.
9. მთელი ბუზანკლების მკვლევარს რო კითხო, პარაზიტები და ნაბოზრები ვართ, მარა ავიწყდება ერთი ორი სიტყვის შემატება: - ისევე როგორც ყველა.
10. შენ მაგიდის ზედაპირს ერთხელ თითი მოუსვი და ის თითქოს სრულყოფილად სწორი იყო. როცა მასზე გავიარე ნაპრალებს ვხვდებოდი - არადა. მერე იქვე ახალშობილ ჭიანჭველას დავხედე, ის საერთოდ ბორვცვებზე დაცოცავდა. ის ჭიანჭველაც უყურებდა რაღაცას.     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები