ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2020


...და ახლაც ვესვრით!

წიწამურში რომ დავახალეთ ტყვია ილიას,
რომ დავამთავრეთ(სავალალოდ) ეპოქა დიდი!
მაშინაც კი ვთქვით,-საქართველო,-უფრო დიდია!
უფრო ლამაზი,თვალწარმტაცი,ლაღი და მშვიდი!
-არ მესროლოთო!-ილია ვარ! ნუ მომკლავთ,ძმებო!
-მე,საქართველოს ყმადნაფიცად,მონად ვსჭირდები!
მაინც ვესროლეთ...(ვაი,ცოდვავ! სახადად ძნელო...)
და...ახლაც ვესვრით..."დიდ საქმეებს" თუ დასჭირდება!...
დღეს,რომ ცოცხალი ყოფილიყო ერის ზვარაკი,
ჩვენ", ქართველები,-ავავსებდით თოფის ფალიას,
და,ის გასროლაც,როგორც საბას იგავ-არაკი,
"ჩათავდებოდა"...ვიკადრებდით,-სხვისი ბრალია!
ნეტავ,რამდენჯერ უნდა მოვკლათ ჩვენში ილია,
რომ საქართველომ უკვდავების ძეგლი დაიდგას?...
ეს,მაშინ,როცა "ასპარეზი" დაკეტილია...
და,ამ სავალზედ ლუციფერმა ფეხი აიდგა...
მრცხვენია,ვწუხვარ,სინანულის ცრემლის დასტურით,
მრცხვენია "ვითომ ქართველობის" ბევრგან გამხელა,
ჯერ ტყვია ვჭედეთ შუბლში...მერე ჭიქა-ალადასტურით,
-გაუმარჯოსო! ილიასო! (ვსცოდეთ,რამხელა...)
ჩვენ, ახლაც ვესვრით დიდ ილიას(ოღონდ გამოჩნდეს)
ისევ ავავსებთ ტყვია-წამლით თოფის ფალიას...
ოღონდ გვადიდონ,(შეფერებით) ოღონდ "გამოვჩდეთ,
ოღონდ მივიღოთ პატივგება(რაც გვსურს ძალიან)...
როდის ვიფიქრეთ,"ნაგმირალზე" რას იტყვის ხალხი,
ან როგორ განგვსჯის სახვალიოდ,სულ სხვა დროება,
"მთავარი"არის, დღეს სამშობლოს ებუროს თალხი...
ხვალ ვინღა ჩათვლის,დღეის "ნაღვაწს" ამაოებად!
ხვდებით,თუ რატომ ტყვია ვჭედეთ შუბლში ილიას?
ძლივსღა შევძელით,-"გავანულეთ" ეპოქა "დიდი"...
ვთქვით,-"საფიქრალი" ილიაზედ უფრო დიდია...
არსი ცხოვრების,-სანატრელი...ლაღი და მშვიდი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები