 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2020 |
რა ჯობია მოგონილ ამბებს, მოგონილ ცრემლებს, მათ უბრალოდ გამოიყენებ და არ მოგიწევს თავის მართლება, მასთან, ვისაც გული შესტკივა შენზე.
სასაცილოა ვამბობდე, რომ გავიზარდე და უკვე მივხვდი, არ უნდა მწყინდეს, ტკბილი ბავშვობით გაბრუებულთა გაკვირვებული მზერა, თვალები. ამ სავსე, მწიფე თავთავთა ქარში ცეკვა, მშვიდი შრიალი. პოზა რომ ჰგონიათ სხვისი ცრემლი, სიტყვა და...
არ მიკვირდეს მათი წუწუნი, როგორ სძულდათ პირველი ლიფი, მე კი ის საწოლშიც მეცვა და მიხაროდა, რომ გაცრეცილი პერანგის ქვეშ მკერდს მიფარავდა, რომ უცხო თვალი... უცხო ხელი...
ზემგრძნობელობა, - ჩემი სისუსტე და ჩემი ფარი.
რა ბედენაა, ყანის პირს მიჩვეულ, ყაყაჩოსა და ღიღილოსთან ერთად, ცის სილაჟვარდისთვის თვალისგამსწორებელთ ვსაყვედურობდე, მე, აბაზანის ძველი სარკის ორთქლი და ნესტი... მათსას მხოლოდ მზეს ვინაწილებ.
სითბო თუ არა, ნათელი მაინც... თითები თუ არ, სიტყვები მაინც...
- ნუ, ნუ ანახებ სარკეს ცრემლიან თვალებს! - მითხრეს. არ დავიჯერე, სხვამ ცა, მე ჩემი თავი ცრემლიანი დავიმახსოვრე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა უსიტყვოდ შემფასებლებს <3 მადლობა უსიტყვოდ შემფასებლებს <3
10. არაუშავდეს. მადლობა. არაუშავდეს. მადლობა.
8. ფიანდაზის დამგები ყოველთვის წაგებულია საბოლოოდ, თუ „ფიანდაზის დამგებლის“ პოზიციას არ კმაყოფილდება. :) მოკლედ მიზანები განსაზღვრავენ მდგომარეობას, მაგრამ რთული განსასაზღვრია და თვალის მიდევნებაც არ ღირს. :) ფიანდაზის დამგები ყოველთვის წაგებულია საბოლოოდ, თუ „ფიანდაზის დამგებლის“ პოზიციას არ კმაყოფილდება. :) მოკლედ მიზანები განსაზღვრავენ მდგომარეობას, მაგრამ რთული განსასაზღვრია და თვალის მიდევნებაც არ ღირს. :)
7. ფიანდაზის გამგებიც იგებს ყოველთვის? ფიანდაზის გამგებიც იგებს ყოველთვის?
6. :) გამგები ყოველთვის იგებს :) :) გამგები ყოველთვის იგებს :)
5. გამდოპონეული არა გადმოპნეული :) ვისაუც უნდა გამდომოპეულად დატოვოს. პირველ კომენტარში არსებულ ნეოლოგიზმად შემოსაღების უსუსურ მცდელობას ვაკორექტირებ :D გამდოპონეული არა გადმოპნეული :) ვისაუც უნდა გამდომოპეულად დატოვოს. პირველ კომენტარში არსებულ ნეოლოგიზმად შემოსაღების უსუსურ მცდელობას ვაკორექტირებ :D
3. არაფერი.ც არ ჯობია მოგონილ ამბებს..
ჰო. სარკეებთან სიფრთხილეა საჭირო. საშიშები არიანო ეგენი. არადა როგორ მიყვარდნენ. ახლა, ლამისაა ყველას თეთრი ტილო ჩამოვაფარო. თითქოს მკვდარი ვიყო. მოგონილი ამბებიც მიმძაფრდებიან მერე. განამდვილებას ცდილობენ.
5.
მშვიდი ღამე.. არაფერი.ც არ ჯობია მოგონილ ამბებს..
ჰო. სარკეებთან სიფრთხილეა საჭირო. საშიშები არიანო ეგენი. არადა როგორ მიყვარდნენ. ახლა, ლამისაა ყველას თეთრი ტილო ჩამოვაფარო. თითქოს მკვდარი ვიყო. მოგონილი ამბებიც მიმძაფრდებიან მერე. განამდვილებას ცდილობენ.
5.
მშვიდი ღამე..
2. სამაგიეოდ, ლამაზებია მოგონილი ამბები :)
გულწრფელობაცაა ამ ტექსტის ძლიერი მხარე.
სამაგიეოდ, ლამაზებია მოგონილი ამბები :)
გულწრფელობაცაა ამ ტექსტის ძლიერი მხარე.
1. ასე იკვებებიან ადამიანები დაუნდობელი მახსოვრობის დაფჩენილი პირიდან გამდოპონეული და გალოღნილი სისასტიკით. გაძღომაშიც იქნებოდა გამოსავალი მაგრამ... ასე იკვებებიან ადამიანები დაუნდობელი მახსოვრობის დაფჩენილი პირიდან გამდოპონეული და გალოღნილი სისასტიკით. გაძღომაშიც იქნებოდა გამოსავალი მაგრამ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|