ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2020


რა შეიძლება თუ...



დარტყმის ძალა შეიძლება გახდეს მსხვრევადი,
არა იმ ფორმით რა სახესაც იღებს  სამიზნე,
უბრალოდ თვითონ გამოიწვიოს საორიენტაციო წერტილამდე
ძალის გამტარ რაღაც სხეულში,
ურთიერთ მკვეთი ხისტი ბრუნვები
და მოახერხოს შეძრულ რხევებზე საბედისწერო წაფორხილება.
ნაწილაკების თავმოყრას მაინც მოახერხებენ ადრე თუ გვიან.
მაგრამ ეს თითქოს ,,ადრე თუ გვიან''
იქნებ არც იყოს მოსალოდნელი
ან იქნებ სულაც სამიზნე გაქრეს,
გაქრეს მიზეზიც, გაქრეს მოტივიც,
დავუშვათ რაღაც ღრმა წარმოდგენით
ზედ გადაემხოს პატარძლის კალთას
ხილით მორთული მსუყე ტორტივით
ყვლა მომდევნო შვილის გაჩენით გამოწვეული ტკივილის მიმართ,
მასში ჩამდგარი უხმაურობა?
რა გზას დავადგეთ?
იქნებ ამჯერად ვეებერთელა მთვარე დამწიფდეს ცრუ ჯიქანივით,
რომლის ცურებზეც აზიდვებით გავირთობთ თავებს
და მისგან ტანზე გადმოღვრილი ხსენი წურწურით,
ჩვენს ქვემოთ წაღმა  ხმით გაშოტილ დაფეთბულებს,
- მისავათებულ ნაშიერებს,  დააოკებთ  თუნდაც ცოტა ხნით.
ჩვენ ვიქანაოთ სანამ ისე არ გავიზრდებით,
რომ  გამოგვიჩნდეს ცათამბჯენებთან შედარებით ახმახი ეშვი.
რომ ერთმანეთის შიშებიდან  ჩამოგვეწელოს ბლანტი ცინდლივით
თვითგადარჩენის ბოლო მცდელობა,
რომელსაც მაჯის  გასმა-გამოსმით, იქნებ სულაც ერთი შესრუტვით,
სადღაც შიგნით არ გადავმალავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები