| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2020 |
მოიგებ ომსაც(დიდ ბრძოლებსაც),გაცურავ მორევს! ახვალ დიდების კვარცხლბეგზედ და ტახტზეც დაგსვამენ... დროს რომ ვერაფერს ვერ დააკლებ,შენ ეგ თქვი,თორემ! "ომრი" მოკლდება...ცოტა რჩება "იქეთ" წასვლამდე... დაიმსახურებს? ათხრევინებ ფრჩხილებით მიწას, თვით შაჰინ შაჰის "გულის ვარდსაც" დაისვამ ხასად!... სამოთხის ხისგან (სააქაოს) გამოთლი ფიცარს, საიქიოში,- ჯოჯოხეთში მოხვედრის ფასად! მოგანიჭებენ "უძლეველის" ნანატრ წოდებას, იტყვიან შენზედ,-სალი კლდეა! რკინის კაცია! ისურვა?ან და თუკი გულსაც მოეწონება, სულ ყველაფერი "მისეულად" გადააქცია!... შიშის ზარს დასცემ,მათ,(რომ უჭირთ) ძალის შეგრძნობა! დაჩოქილები გიმღერებენ-ავე მარიას! შენ, კიდევ,ტახტზედ მყარად მჯდარი, ჩათვლი შეცდომად, კანონს,რომ ყველა ღვთის ჩენილი თანაბარია... და "არავიძეს" არავისგან ყვარებულს,მერე მოგთხრიან...როცა დიდების მზე ჩაესვენება, მამაღმერთისკენ სასოებით აღაპყრობ ხელებს, იკითხავ,-ნუთუ,გვამსაც აღარ დაესვენება?... სიცოცხლეში რომ განკითხვის ჟამს უფრთხილდეს კაცმა, ბარაბას გზაზედ სიარულს რომ ღვთის გზა არჩიოს, თვითონ ძე ღვთისაც ასცდებოდა(ჩვენს გამო) ჯვარცმას! არც "სახვეწარი" გვექნებოდა,-ჩვენში დარჩიო! მოიგებ ომსაც,დიდ ბრძოლებსაც...(თუ უმზერ შორეთს...) დიდების გზაზეც აირბენ და...ტახტზეც დაგსვამენ! წლებს რომ ვერაფერს ვერ დააკლებ,-შენ ეგ თქვი...თორემ! რა მნიშვნელი აქვს "აქ" ვინ იყავ?..."იქეთ" წასვლამდე!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მუშტრის თვალით თუ შეხედავ, ამ ლექსს, რათქმაუნდა ამოყრი კაცი შეცდომებსაც, მაგრამ არ ღირს, იმდენად სასარგებლო შინაარსია სწორად გაგების შემთხვევაში :) მუშტრის თვალით თუ შეხედავ, ამ ლექსს, რათქმაუნდა ამოყრი კაცი შეცდომებსაც, მაგრამ არ ღირს, იმდენად სასარგებლო შინაარსია სწორად გაგების შემთხვევაში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|