 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 29 სექტემბერი, 2020 |
შენი დილებით ვიფშვნიტები, შენი ნამგზავრით ვიცრიცები, შეპუებული გარეთ ვზივარ. ხან გარდიგარდმო - კიბეებთან; ხან უსარჩულო ჯიბეებთან მაყვლის ლაქებით ვიმოსები. ჯერ შინ არ წვიმს და ის დოქები, სადაც მოზრდილი იდო ქვები, შესაძლო ბზარმა დაიგულა, ბზარების იქით ვითომ ხმები, უცნაურ ფხაჭუნს მითანხმებენ, წყალმა სხვა წყალი ჩაიგუბა, რომელი იყო მოვარდნილი? რომელი იყო ამღვრეული? რომელი იყო მდორე? ამას რა თვალი დაიფიცებს, ამას რა ყური ჩაიცურებს, არც კი ეცადო თორემ, ადიდდება და წაგიყოლებს, ადგაფუნდება, ქარის ტოლი დარდი, უკუღმა მოთოვს; ახმიანდება სარეკავი, სულში სხივები დარეკავენ იმ გარდაუვალ გარეკანზე, გული ფეთქავდა თოთო, ზედ რომ ბაგუნი ქარბუქია, რომ გიმღერე და არ უქიათ, რაც კი ავანთე ჩაუქრიათ, უარითა და ხოთი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. შირს ნუ გაჰყვებით :)
შირს ნუ გაჰყვებით :)
4. როგორი რიტმი აქვს - შენთან რომ იშვიათად მხვდება ხოლმე , თან წამიღო :)
როგორი რიტმი აქვს - შენთან რომ იშვიათად მხვდება ხოლმე , თან წამიღო :)
3. “ ადიდდება და წაგიყოლებს, ადგაფუნდება, ქარის ტოლი დარდი, უკუღმა მოთოვს;”
5. “ ადიდდება და წაგიყოლებს, ადგაფუნდება, ქარის ტოლი დარდი, უკუღმა მოთოვს;”
5.
2. ოდესღაც ასეთი ჩემში გადაიმალა. ოდესღაც ასეთი ჩემში გადაიმალა.
1. როგორი სხვანაირი ხარ აქ, გულჩვილობა შემოგეპარა <3 5 როგორი სხვანაირი ხარ აქ, გულჩვილობა შემოგეპარა <3 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|