| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2020 |
ყურსასმენივით ჩახლართულან ბედის ძაფები, ეჭვგარეშეა, რომ დაჰყეფენ მალე ძაღლები, არ ვიკვეთებით უკვე აღარც სიზმრის ზონებში, რაც მონატრებას ოდნავ მაინც გაგიმძაფრებდა.
უკან ერთხელ არ მოგიხედავს ისე წახვედი, სულ თავიდანვე მოვიხიბლე მაგ სითავხედით დღემდე ვერაფრით, სულ ოდნავაც რომ ვერ მოეშვი და არც არასდროს არ გამოვა რამე მაქედან.
ჩვენს შორის დიდი აღმართულა ბარიკადები, ჩვენს გზებზე ხშირად გადარბიან შავი კატები, გადაშვებული ვარ უფსკრულში, საშიშ მორევში სახელად - შენი უსასრულოდ აკვიატება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე მომეწონა აკვიატების ეს ამბავი .
მე მომეწონა აკვიატების ეს ამბავი .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|