ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ოქტომბერი, 2020


ჩემი პასუხი მარი აბრამიშვილის ლექსს

იქნებ მართლა


წვიმს და... შავად შენისლულან მთები,
წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?

იქნებ მართლა შეგეცვალა გული,
იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს,
იქნებ მართლა გაქრა სიყვარული,
იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო?

აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ,
დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ,
თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში
და  ,დაბრუნდი“ ვეღარ გავიგონე.

წვიმს და შავად შენისლუნან მთები,
განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, -
ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები?
ნუთუ მართლა განშორება იყო?

მარი აბრამიშვილი

https://www.youtube.com/watch?v=2euQJ2jq9mA&fbclid=IwAR2MY0-ExFE7BSqFY5XmDU-fWbG5BbO6yz7pwqKh_nDRJWf2yWLkMHleAtM

მარი...

,,წვიმს და... შავად შენისლულან მთები,
წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო,
იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით,
იქნებ მართლა განშორება იყო?“

მარი აბრამიშვილი



ამბობ: ,,შავად შენისლულან მთები“,
რა ხანია წვიმამ გადაიღო,
შენს ლექსს ვმღერი... მჯერა: შევრიგდებით,
რომ შეცდომა განშორება იყო.

თვლემენ შავად შენისლული მთები,
მე კი ახლა შენზე ვფიქრობ მარი,
შორს ვარ, მაგრამ გწამდეს: დავბრუნდები
და ჩვენთვისაც იგუგუნებს ზარი.

ოთარ რურუა

2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები