ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2020


მიღმა

ნეტავ
„გამარჯობა“ არსად დაგვეკარგებოდეს,
ნეტავ
დამშვიდობებებით ისევ მყარდებოდეს,
შუა - იუმორით ზავდებოდეს,
თუ არ გვეცინება?  არა უშავს!
არც თუ ისე მშვიდი,
ჩემი სუსტი გული  რომ მიამდებოდეს.
შენ კი როგორც უწინ,
არც  გიტოკდებოდეს.
ისევ მშვიდად ძგერდეს,
მაგით მიზიდავდეს
და უწინდელივით ნემსკავს ვეგებოდე,
სწრაფად ვსხმარტალებდე,
ლაყუჩებსაც
ორჯერ უფრო სწრაფად,
მაგრამ უშედეგოდ ვკეცავდე,
ვაღებდე.
სახეზე ღიმილით, მზომავდე,
მწონიდე.
მერე ნემსკავიდან მხსნიდე
და წყალს მაყოლებდე...

მიკვირს მე ამ სპორტის.

ნეტავ არ მიშვებდე,
ხელში გაკვდებოდე,
დღესვე ვმთავრდებოდე...

ვიცი, 
გიკვირს ჩემი ეს სურვილი,
მაგრამ იცი! -
ჩემთვის არ არსებობს „იოლი“, „მარტივი“,
„სხვისთვის გასაგები გზა“ და ა.შ...
ისიც იცი,
სირთულეთა შემდგომ
როგორ ვეგუები შედეგს.
- იყოს, რაც იქნება!
ოღონდ „მშვიდობის დღე“არ გვეკარგებოდეს,
„ნახვამდებით“ წერტილმძიმეობდეს.
ყოველ ჯერზე!
ვიდრე ეს მდინარე
ერთ, 
არც თუ ისე მშვიდ დღეს
უკან წაგვიღებდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები