ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 ოქტომბერი, 2020


ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ზვიად გამსახურდიას შესახებ. ფაქტი №1

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ზვიად გამსახურდიას შესახებ. ფაქტი №1


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს გაკეთებული განცხადება:

„ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს, აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა“.

(შედარებისთვის იხილეთ დანართი №1, 1989 წლის აპრილის თვეში ზვიად გამსახურდიას მიერ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე გაკთებული განცხადება)



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
02.10.2020



დანართი №1
1989 წლის აპრილის თვეში ზვიად გამსახურდიას მიერ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე გაკთებული განცხადება:

„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს სახელწოდება, და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის, არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ (შენიშვნა: ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები