ძლეულნი დროის ჩქარი დინებით, ჩუმად მიდიან, ხმაურით განა... ფოთლები ქარის მომლოდინენი, გაჩერებაზე მდგომ ლანდებს ჰგვანან.
შემომელია სიტყვის მადანი, ტკივილი დამრჩა, ვათრევ უჟანგავს, შენ სიზმარივით წყალს გამატანე, მე მოგონების დავრჩი გუშაგად.
კვლავ მიაშურებს ფიქრი კლდე-ღრეებს, შინაგან უფსკრულს ვძლიო ეგება, მოიწევს ღამე, უფერულ დღეებს, თითქოს წარსულში მიერეკება.
სულის ნახევარს ბუხარში დამწვარს, ცოდვებს ვაბარებ როგორც ბეგარას, მე ღმერთი აღარ... უშენობა მწამს, რადგან ჩემს ირგვლივ მხოლოდ ეგაა...
დანტე დარდიანი 03/10/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|