ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2020


დგანან და ელიან...

თათიას! (სინაურიძე-ლესტერს!)
-----------------------------------------
დგანან და ელიან(ლოდინი ძნელია)
უხმო და მდუმარე "გეგუთის ძელქვები"...
თავისთვის,უჩუმრად,რაღაცას მღერიან,
თან ლოდინს "იკლავენ" ზღვის ფონზე სელფებით!
ზღვაც, მშვიდი, "უენო"...დღეს მაინც,რატომღაც,
ბანს აძლევს-მოგუდულს,-ტალღების ტყლაშუნით!
ქცეულა ნაპირი მიუსჯელ კატორღად,-
(მათთვის) და მე მკითხე,-რაოდენ საშურად!...
შენ,კი! ვინც იწვნიე,გქონოდა სამოთხე...
ამ ლამაზ "პეიზაჟს" თვალწყნარად უცქერი!
ჰო!მკითხე, ეგება სულსწრაფად წამომცდეს,
რომ სულს ღრღნის ოცნება-მყარი და უცვლელი-
მეც ვიყო "მოწილე" მაგ დილის სიმშვიდის,
მეც შევძლო მდუმარე "კონცერტის" მოსმენა...
ედიმაც საქვეყნოდ(თათი! თავს ვიმშვიდებ...)
ორივე შეგვრაცხოს...უბრალოდ...მგოსნებად!
იქნებ,მე მელიან,-ეგ დალოცვილები?
{მეც ძალმიძს, ამღერდნენ -"გეგუთის ძელქვები"),
მანამდე?აქ მყოფი,-ცოლით და შვილებით...
ვტკბები...(სხვა რა გზა მაქვს)-მაქაურ "სელფებით"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები